The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილი

ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილი
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1887
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1948  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მთარგმნელი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ვასილ აბდუშელიშვილი დაიბადა 1887 წლის 30 აპრილს თელავის მაზრის სოფელ შალაურში.

    1913 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. ამავე წლიდან მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში.

    სხვადასხვა დროს იგი პედაგოგად მუშაობდა ქიმიის ტექნიკუმში, I ათწლიან სკოლაში, I საცდელ-საჩვენებელ, მე-14 და მე-18 საშუალო სკოლებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები მათემატიკის სწავლების საკითხებზე.

    ვასილ აბდუშელიშვილი გარდაიცვალა 1948 წლის 15 იანვარს თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

გააზიარე: