The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



არსენ ივანეს ძე კალანდაძე

არსენ ივანეს ძე კალანდაძე
Date of birth:1854
Date of death:24 May, 1913  (at 59 years)
Burial location:გორი
Category:Printer, Public Figure

Biography

    არსენ კალანდაძე დაიბადა 1854 წელს გურიაში.

    ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა და გაზეთ „დროების“ სტამბაში ასოთამწყობად დაიწყო მუშაობა.

    მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თბილისში საკუთარი სტამბა გახსნა, რითაც იმ დროს ხელი შეუწყო ქართული ბეჭდვითი საქმის აღორძინებას. მადათოვის კუნძულზე წიგნის მაღაზიაც ჰქონდა, საიდანაც სემინარიელთა და სხვა მოწაფეთა შორის ჟურნალ-გაზეთებსა და წიგნებს ავრცელებდა. მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხალხოსნებთან და მათი ბელადების ყოველ დავალებას ზუსტად ასრულებდა.

   1876 წელს, ქუთაისსა და თბილისში ხალხოსანთა (ნაროდნიკების) დაპატიმრების დროს, არსენ კალანდაძეც დაიჭირეს და 6 თვით ციხეში ჩასვეს.

   1880 წელს, გრიგოლ ჩარკვიანთან ერთად, თბილისში საამხანაგო სტამბა გახსნა, მაგრამ 1883 წელს ამხანაგობა ჩაიშალა, რის გამოც, არსენ კალანდაძემ თავისი ნაწილი სტამბისა ქალაქ გორში გადაიტანა, სადაც, იმ დროისათვის, ეს ახალი საქმე იყო.

   1908 წლიდან არსენ კალანდაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და ჩართული იყო საზოგადოების საქმიანობაში.

    არსენ კალანდაძე გარდაიცვალა 1913 წლის 24 მაისს გორში და იქვეა დაკრძალული.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Bibliography


Share: