The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით იოანეს ძე სიმონიშვილი (დეკანოზი)

დავით იოანეს ძე სიმონიშვილი
Date of birth:1860  (164 years)
Date of death:193?
Category:Religious leader

Biography

   დავით სიმონიშვილი დაიბადა 1860 წელს გორის მაზრაში მღვდლის ოჯახში.

   დავითმა თბილისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ექვსკლასიანი სასწავლებელი დაამთავრა.

   1883 წელს გორის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

   1887 წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1888 წელს ელიზავეტოპოლის (განჯა) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს.

   1889 წელს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და დიაკვნის შტატში დაადგინა. იმავე წელს ყაზახში გადაიყვანეს და დაევალა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მშენებლობა.

   1891 წელს ოფიციალურად დაინიშნა ყაზახის ტაძრის წინამძღვრად.

   1893 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1896 წელს შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   1897 წელს რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

   1897 წლიდან შინდისის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია.

   1898 წელს სკუფია უბოძეს.

   1911 წლიდან მღვდელი დავითი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. 

   1914 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1920 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1925 წელს ურბნელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) დეკანოზის წოდება მიანიჭა.

   1930 წელს ურბნელმა ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ჭელიძე) ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად დაადგინა და ამავე ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. ცხინვალის ოლქში არსებული მძიმე სიტუაციის გამო მამა დავითმა ვერ შეძლო იქ დამკვიდრება და თბილისს მოაშურა.

   1930 წელს ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა, ხოლო 1931 წელს ამავე ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

   1933 წელს ენქერით დაჯილდოვდა. ბოძებული ჰქონდა იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი. ჰყავდა მეუღლე ანასტასია ზურაბის ასული და შვილები: ვლადიმერი, ნადეჟდა, თამარი და პანტელეიმონი.

   დეკანოზი დავითი გარდაიცვალა 1930-იან წლებში. ზუსტი თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

Awards and Honors

  • 1920 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1897 - ბრინჯაოს მედალი
  • იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი

Bibliography

Contacts Information

  • Address:სოფ. შინდისი

Share: