The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მინადორა დიმიტრის ასული გერსამია

მინადორა დიმიტრის ასული გერსამია
Date of birth:1885
Date of death:1963  (at 78 years)
Burial location:თბილისი, კუკიის სასაფლაო
Category:Educator

Biography

მინადორ(მინა) დიმიტრის ასული გერსამია დაიბადა აბაშაში, სარკინიგზო ინჟინრის, დიმიტრი გერსამიას და ეკატერინე წერეთლის ოჯახში 1885 წელს. პატარა მიაბარეს ქუთაისის გიმნაზიაში. შემდეგ მისი მამა გაყვა რკინიგზის მშენებლობას ბაქომდე და გიმნაზია დაამთავრა ბაქოში. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ანტონ ნესტორის ძე გოცირიძე და 1914 წელს გადმოვიდნენ საცხოვრებლად ჭიათურაში. შემდეგ, 1923 წელს გადმოვიდნენ თბილისში მეუღლესთან ერთად, სადაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით იყო დაკავებული. 1938 წელს მეუღლის დაპატიმრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის რუსულ სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მიუხედავად იმისა რომ რუსული ენის ფანტასტიური მცოდნე გახლდათ, სახლში ერთ რუსულ სიტყვას ვერ გაიგებდით მისგან. ქართულ მეტყველებაში რუსული სიტყვების შერევის ენერგიული მოწინააღმდეგე გახლდათ და კარგი ქართულით საუბრობდა. 1958 წელს ლენინის ოქროს მედალი მიანიჭეს და მწუხარებით ამბობდა, მეუღლე გამიქრეს და იმის სამაგიეროდ მედალი მომცესო.   გარდაიცვალა თბილისში 1963 წელს და დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. იყო ძალიან კეთილი და მშვიდი ხასიათის, დიდბუნებოვანი, საყვარელი ბებია. მისი შვილების ამბავი იხილეთ ანტონ გოცირიძის ბიოგრაფიაში.
რუსუდან მეგრელი

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

Share: