|
დავით სვიმონის ძე პავლიაშვილი
Other name: | ნაპოლეონი ავყია (Pseudonym) ანჩისხატელი (Pseudonym) პარდონ (Pseudonym) |
Date of birth: | 19 August, 1878 |
Date of death: | May, 1925 (at 46 years) |
Burial location: | თბილისი, ვერის სასაფლაო |
Category: | Ethnologist, Educator, Journalist, Public Figure |
Biography
დავით პავლიაშვილი დაიბადა 1878 წელს თბილისში სასამრთლო მოხელისა და დიასახლისის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო და შემდეგ სწავლა გააგრძელა აქვე, სასულიერო სემინარიაში, რომელიც მე-4 კლასიდან მიატოვა, რადგან მღვდლობა არ ისურვა და მასწავლებლად წავიდა ხევსურეთში.
1899 წლიდან მონაწილეობდა თბილისის თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემაში: დაიწყო ეთნოგრაფიული წერილებით, შემდეგ კი უმთავრესად ქრონიკას, ახალ ამბებს, მხატვრული ოსტატობით შედგენილ განცხადებებს, საჭირბოროტო საკითხების შესახებ წერილებსა და სხვა მასალებს აქვეყნებდა.
დავით პავლიაშვილი გარდაიცვალა 1925 წლის მაისის დასაწყისში და დაიკრძალა ნიკოლოზის სახელობის ვერის სასაფლაოზე. ახლანდელი ვერის ბაღი (ყოფილი კიროვის ბაღი).
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)
Bibliography
|