The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ ილიას ძე მაჭავარიანი

იოსებ ილიას ძე მაჭავარიანი
Date of birth:1870  (154 years)
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

   იოსებ მაჭავარიანი დაიბადა 1870 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მელაანში მღვდლის ოჯახში.

   1884-1888 წლებში გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში საბერო მორჩილებას გადიოდა, სადაც შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. რუსულ ენაზე მსახურება მან ეგზარქოსების კარის წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიაში ისწავლა.

   1889 წელს პანკისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1895 წელს სოფელ კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. კალაურში მსახურების პერიოდში პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული. ადგილობრივ სკოლაში ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.

   1905 წელს თბილისში, ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

   1907 წესლ ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ვეჯინის წმინდა  გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა.

   1910 წელს ვეჯინის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

   1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1918 წლიდან მამა იოსები გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ვეჯინის განყოფილების გამგეობის წევრი. იგი გახლდათ ამ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1922 წლის ივნისში ისევ იხსენიება ვეჯინის ეკლესიის წინამძღვრად.

   1923 წელს მამა იოსებმა ანაფორა გაიხადა და  სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ჰყავდა მეუღლე ანა დავითის ასული და შვილები: თამარი, მარიამი, ქსენია, ეკატერინე და ელენე.

   მამა იოსების შემდგომი ბედი უცნობია.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვეჯინის განყოფილების გამგეობის წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვეჯინის განყოფილების წევრი (1918-)

Bibliography


Share: