The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლავრენტი დარისპანის ძე ფირცხალავა

ლავრენტი დარისპანის ძე ფირცხალავა
Legal name:ლევანტი დარისპანის ძე ფირცხალავა
Date of birth:18 January, 1886
Date of death:1958  (at 71 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Manufacturer, Public Figure, Philanthropist

Biography

   ლევანტი ფირცხალავა დაიბადა 1886 წლის 18 იანვარს, სენაკის მაზრის სოფელ გაუწყინარში.

   ლეონტი გახლდათ ცნობილი კომერსანტი და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ბათუმსა და სტამბოლში, სადაც რამდენიმე სახლი და ქარხანა ჰქონდა. იყო ქველმოქმედი ადამიანი. უამრავ გაჭირვებულს უწევდა ეკონომიურ დახმარებას და ახალგაზრდებს ხელს უმართავდა სწავლა-განათლების მიღებაში. გასაბჭოების შემდეგ მოხდა მისი მთელი უძრავი და მოძრავი ქონების კონფისკაცია და ნაციონალიზაცია.

   1913 წლიდან ლეონტი ფირცხალავა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის განყოფილების წევრი და ჩართული იყო საზოგადოების მუშაობაში.

  1950-იან წლებში თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ჰყავდა მეუღლე ნატალია კობიძე და ორი ვაჟი:ლევანი და დავითი.

   ლეონტი ფირცხალავა გარდაიცვალა 1958 წელს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1913-1916)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ქობულეთის ქ. N19

Share: