The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე ვასილის ძე დემურია

ივანე ვასილის ძე დემურია
Date of birth:1888
Date of death:1958  (at 70 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Public Figure

Biography

   ივანე დემურია  დაიბადა 1888 წელს თბილისში, იურისტ ვასილ დემურიასა და ცნობილი მწერალი ქალის მარიამ ივანიშვილი-დემურიას ოჯახში.

    1907 წელს თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზია დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა.

   1912 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სოფელ დიღომში პუნქტის ექიმად დაიწყო მუშაობა.

   1914 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

   1917 წლიდან ივანე დემურია გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათუმის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში ივანე დემურია წითელი არმიის რიგებში ავიაციის მთავარ ექიმად მსახურობდა და პარალელურად თბილისის უნივერსიტეტის ჰოსპიტალურ კლინიკაში პროფესორ ვირსალაძესთან თანამშრომლობდა.

   1923 წლიდან ქალაქის I საავადმყოფოში მუშაობდა ჯერ თერაპიული განყოფილების ორდინატორად, ხოლო 1929 წლიდან ტუბერკულოზური განყოფილების გამგედ.

   1930 წლიდან ივანე დემურია  საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების სამკურნალო სანიტარული სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის მუშაკი გახლდათ.

   1941 წელს დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ფილტვის ტუბერკულოზის დროს ვენური წნევის საკითხისათვის“. მას აგრეთვე ეკუთვნის მრავალი საინტერესო ნაშრომი და აქტუალური გამოკვლევები სხვადასხვა საკითხებზე.

  1942 წელს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის წოდება მიენიჭა.

  ივანე დემურია გარდაიცვალა 1958 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1950 - ლენინის ორდენი
  • 1942 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი

Bibliography


Share: