The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ტიტო მახარობლის ძე სიხარულიძე

ტიტო მახარობლის ძე სიხარულიძე
Legal name:ტიტე მახარობელის ძე სიხარულიძე
Date of birth:1887
Date of death:12 November, 1937  (at 50 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Businessmen, Public Figure

Biography

   ტიტე სიხარულიძე დაიბადა 1887 წელს ჩოხატაურის მაზრის სოფელ შუბანში.  უმაღლესი განათლება მიღებული ჰქონდა გერმანიაში და თანამშრომლობდა გერმანულ ბანკებთან.

   1916 წლიდან ტიტე სიხარულიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   1917 წელს სამტრედიაში ქალთა კავშირის დამფუძნებელი კრება ჩატარდა, რომლის მთავარი მიზანი ქალთა უფლებების დაცვა იყო. კრება გახსნა ტიტე სიხარულიძემ, რომელმაც ილაპარაკა ქალთა სწორუფლებიანობის საკითხებზე გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, რუსეთის და სხვა ქვეყნების მაგალითებზე.  

   ტიტე სიხარულიძე გარკვეული პერიოდი საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარიატის აბრეშუმის მრეწველობის სამმართველოში ინსტრუქტორად მუშაობდა

    ტიტე სიხარულიძე იყო  სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აქტიურად  მონაწილეობდა  ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

    1937   წლის 20 აგვისტოს ტიტე დააპატიმრეს და მას ბრალად ედებოდა მემარჯვენეთა კონტრ-რევოლუციური ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრობა და რომ იგი  ეწეოდა დივერსიულ და მავნებლურ საქმიანობას საქართველოს აბრეშუმის მრეწველობაში. დაპატიმრების მომენტში იგი უკვე უპარტიო იყო.

    ტიტე სიხარულიძე ბოლშევიკური სასამართლოს  განაჩენით  მეუღლესთან, თამარ მიხეილის ასულ სიხარულიძესთან ერთად გადაასახლეს და ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, წლების შემდეგ გადასახლებიდან დაბრუნებულმა, რეაბილიტირებულმა თამარმა განაცხადა, რომ ტიტე თბილისშივე დახვრიტეს.  მათ დარჩათ ორი მცირეწლოვანი  გოგონა,  რომლებიც უდედმამო ბავშვთა სახლში ტუბერკულიოზით გარდაიცვალნენ.

   ტიტე სიხარულიძე გაასამართლა შინსახკომის სამეულმა. მისი სასამრთლო შედგა 1937 წლის 10 ნოემბერს და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით, რომელიც 1937 წლის 12 ნოემბერს სისრულეში იქნა მოყვანილი.

Member of Organizations

  • სოციალ-ფედერალისტური პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: