The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ესტატე ედიშერის ძე ხუციშვილი

ესტატე ედიშერის ძე ხუციშვილი
Date of birth:1882
Date of death:30 October, 1960  (at 78 years)
Burial location:თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
Category:Lawyer, Lawyer, Public Figure

Biography

    ესტატე ხუციშვილი დაიბადა 1882 წელს თბილისში, ედიშერ ხუციშვილისა და მართა ცხვედაძის მრავალშვილიან ოჯახში. ედიშერ ხუციშვილი საკმაოდ განათლებული პიროვნება ყოფილა, რომელიც სრულყოფილად ფლობდა რვა უცხო ენას. ედიშერსა და მართას ექვსი შვილი ჰყავდათ.

   ესტატე ხუციშვილმა სწავლა რუსეთში გააგრძელა და უმაღლესი განათლება იურისპრუდენციაში მიიღო. სპეციალობით გახლდათ ადვოკატი. იგი არაჩვეულებრივი ხმის ტემბრის მქონე ყოფილა და მღეროდა ვაჟ-მომღერალთა გუნდში ვანო სარაჯიშვილთან ერთად, ასევე მიხეილ კავსაძის მიერ 1910 წელს დაარსებულ მომღერალ-მგალობელთა გუნდშიც.

    ესტატე საკმაოდ კარგად ფლობდა რუსულსა და ფრანგულ ენებს. მას პირველი მეუღლისგან ჰყავდა ვაჟი - ლევან (ლეო) ხუციშვილი, რომელიც ომში დაიღუპა. ესტატე ხუციშვილის მეორე მეუღლე გახლდათ ლუბა ლომინაძე, რომელიც ასევე „წერა-კითხვის საზოგადოების“ მუდმივი წევრი იყო 1921 წლიდან. ესტატეს და ლუბას ჰყავდა ერთი ქალიშვილი, ნათელა ხუციშვილი, რომელიც ცნობილი გერმანისტი და მთარგმნელი იყო. 1971 წლიდან იგი გახლდათ საქართველო-გერმანიის საზოგადოების წევრი, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ვაიმარის და მისი ადგილობრივი გაერთიანების პრეზიდიუმის წევრი.

   ესტატე ხუციშვილი გარდაიცვალა 1960 წლის 30 ოქტომბერს და დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1913-)

Bibliography


Share: