The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია გრიგოლის ძე ყიფიანი

ილია გრიგოლის ძე ყიფიანი
Date of birth:18??
Date of death:1962
Category:Businessmen

Biography

    ილია ყიფიანი დაიბადა ქვიშხეთში გრიგოლ ყიფიანისა და ტერეზია გველესიანის ოჯახში. გარკვეული გარემოებების გამო ოჯახი ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში გადავიდა საცხოვრებლად. 

    ილია ყიფიანი გახლდათ ბიზნესმენი-კომერსანტი. მიწებს ფლობდა თბილისში უზნაძის ქუჩაზე, რომელიც ვინმე გერმანელი ნემცოვისგან შეუძენია - დანანებით ამბობდა ხოლმეო: ნემკა დავისვი საყვარლად და უცოლშვილოდ დავრჩი იმ მიწების გამოო, ოჯახი არ შუქმნია. წყნეთის ქუჩაზე დაუწყია სახლის მშენებლობა, მაგრამ ახალაშენებულ სახლში არ უცხოვრია, რადგანაც ჩამოართვეს და რომელშიც შემდგომ პუშკინის სახელობის ინსტიტუტი იყო განთავსებული (ახლანდელი ილიაუნი). 

   1917 წლიდან ილია ყიფიანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განჯის განყოფილების წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების ცხოვრებში, ეხმარებოდა ფინანსურად. დაუფინანსებია ფერეიდნელის (სავარაუდოდ, სეიფოლა იოსელიანის 1922 წელს) საქართველოში ჩამოსვლა.

    ილია ყიფიანს ჰყავდა ორი ძმა: იაკინთე, სერგო და ერთი და - მაშო. გარდაიცვალა 1962 წელს და გარდაცვალებისას ცხოვრობდა ვერაზე, კალანდაძის ქუჩაზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1917-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ვერა, კალანდაძის ქუჩა

Share: