The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ეთერი თევდორეს ასული რაზიკაშვილი

ეთერი თევდორეს ასული რაზიკაშვილი
Date of birth:1898
Date of death:1985  (at 87 years)
Burial location:თბილისი, დიღმის სასაფლაო
Category:Interpreter, Educator, Philologist

Biography

   ეთერ რაზიკაშვილი დაიბადა1898 წელს გორის მაზრის სოფელ ხელთუბანში თედო რაზიკაშვილისა და თინათინ იშხანაშვილის ოჯახში.

   ეთერ რაზიკაშვილი პროფესიით ფილოლოგი გახლდათ და 41 წლის განმავლობაში თბილისის რკინიგზის მე-15 საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობდა.

   ეთერ რაზიკაშვილი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა და ძირითადად რუსულენოვან მხატვრულ ლიტერატურას თარგმნიდა. რაზიკაშვილების დიდი ოჯახის შესახებ დაწერილი აქვს მოგონებები: " ცოტა რამ მამაჩემ-ბიძაჩემებზე" და "პოეტების ოჯახში".

   1917 წლიდან ეთერ რაზიკაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   ეთერ რაზიკაშვილის მეუღლე გახლდათ შალვა ჭანკვეტაძე, რომელიც ადრე გარდაიცვალა და მათ შთამომავლობა არ დარჩენიათ.

   ეთერ რაზიკაშვილი გარდაიცვალა 1985 წელს და დაკრძალულია თბილისში, დიღმის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

Awards and Honors

  • კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი

Bibliography


Share: