The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი

ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი
Date of birth:1872
Date of death:20 May, 1923  (at 51 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Military Person

Biography

   ალექსანდრე მაჭავარიანი დაიბადა 1872 წელს. მსახურობდა რუსეთის იმპერიის  არმიის სალიანის 206-ე ქვეით პოლკში პოდპორუჩიკის ჩინით.

   1914-1918 წლებში ამავე პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. შტაბს-კაპიტანმა მაჭავარიანმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წლის 16 აგვისტოს სოფელ დუბოვოსთან (ბელორუსია) ბრძოლაში, როდესაც ხელჩართულ შეტაკებაში კონტრიერიშით უკუაგდო გერმანელთა შეტევა მის დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონის პოზიციებზე. ამ დამსახურებისთვის მიიღო გიორგის ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“. ასევე დაჯილდოებული იყო წმინდა სტანისლავის, წმინდა ანას და წმინდა ვლადიმერის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რამდენჯერმე იყო დაჭრილი და 1916 წელს მიიღო კაპიტნის ჩინი.

   1918-1921 წლებში საქართველოს რესპუბლიკის  ჯარში პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა, სამშობლოში დარჩა და საქართველოს წითელ არმიაში ქართული დივიზიის პირველი პოლკის უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა. ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში და იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ წევრი.

   პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი  ბოლშევიკმა ჩეკისტებმა  1923 წელს თბილისში დააპატიმრეს და იმავე წლის 20 მაისს სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. 

  მისი ბოლო მიმართვა სასამართლოს: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1914-)

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1917 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - გიორგის ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“

Share: