Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
ლაზარე გიორგის ძე მაისურაძე
Biographyლაზარე მაისურაძე დაიბადა 1858 წელს ქართლის სოფელ მეღვრეკისში გლეხის ოჯახში. წერა-კითხვა თავად შეისწავლა და წიგნების კითხვას დაეწაფა. ლაზარე მაისურაძე ხალხოსნურ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ახალგაზრდობიდანვე აქტიურად ჩაება და თავის სახელოსნოში, მუშა-ხელოსნებს მთავრობისა და საზოგადოებრივი უსამართლობის წინააღმდეგ აგიტაციას უტარებდა, რის გამოც მეფის მთავრობამ სახელოსნო დაუკეტა. რევოლუციური იდეებით გატაცებული, ჯარისკაცთა შორისაც მოურიდებელ პროპაგანდას ეწეოდა: მეფე უარყავით, იარაღი დაყარეთ, მღვდლებისა ნუ გჯერათ, ძმა ძმის წინააღმდეგ არ უნდა ვიბრძოდეთო და ა.შ. რისთვისაც შეიპყრეს და კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ მეფის მემკვიდრის დაბადების გამო მანიფესტით სასჯელი შეუმცირდა და მხოლოდ 6 თვე იჯდა ციხეში. 1890-იან წლებში სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა და მიხეილ მეტეხელთან ერთად მუშათა ხელნაწერ ჟურნალს გამოსცემდა. წერდა ლექსებს, წერილებს და მოთხრობებს, სადაც გლეხთა და მუშათა ყოფა-ცხოვრებას აღწერდა. ჟურნალ „კვალში“ აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. როგორც სცენისმოყვარე, სახალხო წარმოდგენების მართვაშიც ღებულობდა მონაწილეობას. 1905 წლის რევოლუციური გამოსვლების დროს, თბილისში, ერთობის უბანში, ასისთავად იყო და უბნის მუშებს აიარაღებდა მეფის მთავრობის გამოსვლების წინააღმდეგ. ლაზარე მაისურაძე გარდაიცვალა 1921 წლის 6 სექტემბერს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |