The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ნინიკას ძე ჯაბაური

გიორგი ნინიკას ძე ჯაბაური
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1874
გარდაცვ. თარიღი:1962  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   გიორგი ჯაბაური დაიბადა 1874 წელს თბილისში, მზარეულის ოჯახში.

   1894 წელს დაამთავრა თბილისის სახელოსნო სკოლა. ვასილ თევდორაშვილთან, იოსებ იმედაშვილთან, მიხეილ თუშმალიშვილთან, დავით შველიძესთან და სხვებთან ერთად პირველი ხალხური თეატრის სცენა გამართა ავჭალის აუდიტორიაში - სოფელ საჩაიეში, სადაც 1893 წელს სახალხო წარმოდგენები დაიწყეო პიესით „რაც გინახავს - ვეღარ ნახავ“. ისინი ერთდროულად მსახიობებიც იყვნენ, დეკორატორებიც და სხვა მოვალეობის შემსრულებლებიც.. ავჭალის აუდიტორიას ჰქონდა იოსებ იმედაშვილის მიერ შექმნილი საკუთარი წესდება. ამ წრის დაუღალავმა მუშაობამ ნიადაგი მოუმზადა ზუბალაშვილების სახალხო სახლს, სადაც შემდეგ მარჯანიშვილის თეატრი შეიქმნა.

   გიორგი ჯაბაურს შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გიჟუა „რაც გინახავს - ვეღარ ნახავში“, პეპო, გაიოზი „და-ძმაში“, არსენა და სხვა.

   1915 წლიდან ჯაბაური „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დახმარებით პროვინციაში სახალხო წარმოდგენებს მართავდა.

   1917 წლის რევოლუციის შემდეგ გორის მაზრაში საგანმანათლებლო საქმეები ებარა: ხალხური წარმოდგენების მართვა, სახალხო უნივერსიტეტი, ჟურნალ-გაზეთების გავრცელება და სხვა.

   1923 წლიდან გავიდა პენსიაზე, 1929 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული მუშა-მსახიობის წოდება, ხოლო 1932 წლიდან იმყოფებოდა შრომის პენსიაზე. გიორგი ჯაბაურის მეუღლე გახლდათ სახალხო თეატრის ერთ-ერთი პირველი სცენისმოყვარე ეკატერინე ტარიელის ასული იოსელიანი.

   გიორგი ჯაბაური გარდაიცვალა 1962 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1929 - რესპუბლიკის დამსახურებული მუშა-მსახიობი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: