The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ბიქტორ სესიას ძე კაპანაძე

ბიქტორ სესიას ძე კაპანაძე
Date of birth:18??
Date of death:September, 1924
Burial location:უცნობია, დახვრეტილი
Category:Politician, Repressed

Biography

    ბიქტორ კაპანაძე დაიბადა იმერეთის სოფელ ქვაციხეში ღარიბი გლეხის ოჯახში. უკიდურესი გაჭირვების გამო სკოლაში ვერ შეიყვანეს და ახალგაზრდობაშივე გაემგზავრა ჭიათურაში სამუშაოდ.

    1906 წელს, როცა ალიხანოვ-ავარიელის დამსჯელი რაზმი შორაპნის მაზრაში თარეშობდა, მუშები მაინც აარსებდნენ არალეგალურ წრეებს და  ბიქტორ  კაპანაძე სწორედ  ასეთ წრეში შევიდა, წერა-კითხვა შეისწავლა და თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. დღისით მუშაობდა, ღამით კი სწავლობდა, რადგან სწამდა, რომ ვისაც პოლიტიკურად მომზადება უნდა, წერა-კითხვაც უნდა იცოდესო. ამ პერიოდში ჭიათურაში სახალხო უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელშიც ბიქტორ კაპანაძემ სამი წლის განმავლობაში საკმაო ცოდნა შეიძინა.

    1910-1911 წლებში სოციალ-დემოკრატიული კოლექტივის წევრად აირჩიეს. 1913 წელს ჭიათურის დიდი გაფიცვის ერთ-ერთი მესვეურთაგანი გახდა და მიუხედავდ  სასტიკი რეაქციისა, მაინც ახერხებდა მუშათა უბნებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო დავალებათა შესრულებას.

    1914 წლის შემდეგ ჭიათურაში დევნა დაუწყეს და ძირითადად კახეთსა და თბილისში მუშაობდა, სადაც  მუშა-მოსამსახურეთა უჯრედებს აწყობდა და სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას უკავშირებდა.

   1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისის მუშათა და გლეხთა საბჭოს წევრად და საზოგადო მშვიდობიანობის დამცველ კომისიაში აირჩიეს და, მონაწილეობა მიიღო არსენალის აღებაში.

    1921 წელს,  რუსეთის ჯარების შემოსევის დროს, გვარდიის რიგებში იბრძოდა. გასაბჭოების შემდეგ, რამდენჯერმე დააპატიმრეს. უკანასკნელად  1923 წელს ჩასვეს ციხეში და 1924 წლის სექტემბრის თვეში სხვებთან ერთად დახვრიტეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

Bibliography


Share: