The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიგო ალექსანდრეს ძე იორდანიშვილი

გიგო ალექსანდრეს ძე იორდანიშვილი
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1878  (145 წლის)
გარდაცვ. თარიღი:193?
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

   გიგო იორდანიშვილი დაიბადა 1878 წლის 19 ნოემბერს თბილისში ხელოსნის ოჯახში. დაამთავრა სამკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

    1899 წლიდან სცენაზე გამოვიდა და როგორც მსახიობი, სახასიათო როლებს ასრულებდა. პარალელურად რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდა და თუ კი რამე თეატრს სჭირდებოდა, ყველაფერს უყოყმანოდ თავისთავზე იღებდა.

   გიგო იორდანიშვილს შესრულებული აქვს შემდეგი როლები:  კავკაველი პეტუა, აკოფა, გეო, კაკული, მარციალი და სხვა. იგი კინოშიც მონაწილეობდა.

   გიგო იორდანიშვილი გახლდათ ვერის მუშათა კლუბის დამფუძნებელი. უმთავრესად, მუშათა საუბნო-სახალხო თეატრებს დასტრიალებდა ვერაზე, ორთაჭალაში, ავლაბარში, ნაძალადევსა და ხარფუხში. ხშირად დაბა-სოფლებშიც მართავდა წარმოდგენებს, ბევრგან სრულიად უფასოდ და საქველმოქმედო მიზნით მონაწილეობდა.

   1917 წლიდან გიგო იორდანიშვილი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის გნყოფილების წევრი იყო.

   1923 წელს, გიგო იორდანიშვილს, სასცენო-სათეატრო სახალხო მოღვაწეობის 25 წლის შესრულების აღსანიშნავად, რუსთაველის თეატრში იუბილე გადაუხადეს. საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარე შალვა დადიანი გახლდათ, ხოლო წევრები: დავით ჩხეიძე, ვეჩე ჯიქია, სოლომონ ახვლედიანი და აკაკი ფაღავა.  „იშვიათად მოიპოვება ტფილისში ისეთი მუშათა უბანი, სადაც გიგო იორდანიშვილს მხურვალე მონაწილეობა არ მიეღოს თეატრალური კულტურის გამაღვივებელ წრის შედგენაში... მისი ამოდენა ხნის დაუღალავმა და თავგანწირულმა შრომამ მეტად საგრძნობი ნაყოფი მოუტანა ქართულ თეატრს და, კერძოდ, ვერის სახალხო აუდიტორიას, რომლის ერთ-ერთ სულის ჩამდგმელად იგი ითვლება“ - გაზეთი „კომუნისტი“, 1923 წ., 6 მაისი.

     1927 წელს გიგო იორდანიშვილს პერსონალური პენსია დაენიშნა.

    გიგო იორდანიშვილის მოღვაწეობა ეფუძნებოდა ერთ იდეას: „ჩვენი თეატრი განახლების ხანაშია, დიდი მომავალი აქვს, სცენაზე დიდი მნიშვნელობა აქვს პირველყოვლისა მსახიობს და მერე – რეჟისორს“.

    გიგო იორდანიშვილი გარდაიცვალა 1930-იან წლებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: