The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ევსევი გიორგის ძე ლოსაბერიძე

ევსევი გიორგის ძე ლოსაბერიძე
Date of birth:1878
Date of death:1934  (at 56 years)
Category:Medical Doctor, Educator, Public Figure

Biography

   ევსევი ლოსაბერიძე დაიბადა 1878 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში.

   1907 წელს იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად, ჭიათურაში საავადმყოფოს ექიმად და ქუთაისის მაზრის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ.

   ევსევი ლოსაბერიძე გახლდათ ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე და სამედიცინო ცოდნისა და სანიტარული განათლების აქტიური პოპულარიზატორი მთელ დასავლეთ საქართველოში.

   ევსევი ლოსაბერიძეს ხელი ჰქონდა მოწერილი 1907 წელს გამოქვეყნებულ „ქართველი ხალხის პეტიციაზე“, რომელიც ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაიგზავნა და რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში უორდროპების კოლექციაში იქნა აღმოჩენილი.

   1914 წლიდან ევსევი ლოსაბერიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრი.

   ევსევი ლოსაბერიძე გარდაიცვალა 1934 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრი (1918-)
  • ქუთაისის სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე

Bibliography


Share: