The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი თადეოზის ძე ნამიჭეიშვილი

დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

ძალიან მიხარია, რომ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა შორის ჩემი წინაპარი (დიდი ბაბუა) გიორგი თადეოზის ძე ნამიჭეიშვილი აღმოვაჩინე. სამწუხაროდ მის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ.

ნიკა აგიაშვილი ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი თავის ერთ–ერთ წერილში წერს გიორგი და გალაკტიონ ნამიჭეიშვილებზე.  "გვასწავლიდნენ ჩვენ ჯერ სოფელ სალხინოში და შემდეგ თვით ვანის ორკლასიან სამონასტრო სკოლაში. ესენი იყვნენ ნამდვილი მასწავლებლები".

წყარო:"მადლი" ბეჟან ნამიჭეიშვილი – წერილი "კიდევ ერთი უცნობი წერილის შესახებ" (ნიკა აგიაშვილის უცნობი ბარათების შესახებ)

გამომცემლობა: საქართველოს რესპუბლიკის პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმიანობის კორპორაციის ქუთაისის გალაქტიონ ტაბიძის სახელობის #5 სტამბა 1993 წელი

 ნათია ნამიჭეიშვილი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვანის განყოფილების წევრი (1916-)

გააზიარე: