The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანტონ ნესტორის ძე გოცირიძე

ანტონ ნესტორის ძე გოცირიძე
Date of birth:1886
Date of death:1938  (at 52 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Economist, Repressed

Biography

    ანტონ გოცირიძე  დაიბადა 1886 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ იწაში, ნესტორ გოცორიძისა და ქეთევან ჯაფარიძის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება  ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო და გიმნაზიის დამთავრებისთანავე  ბაქოში გაემგზავრა ნავთობის წარმოების ეკონომისტად. სწორედ  ბაქოში გაიცნო მომავალი მეუღლე მინადორა დიმიტრის ასული გერსამია, მალე დაქორწინდნენ და ჰყავდათ სამი შვილი: თამარი, გივი და ნათელა გოცირიძეები.

    1914 წელს ოჯახი საცხოვრებლად ჭიათურაში გადმოვიდა, სადაც ანტონი ჭიათურის მაღაროების ეკონომისტად მუშაობდა.

    1923 წელს ანტონი თბილისში გადმოვიდა და ჩუღურეთის უბანში, წყალსაწევის ქუჩაზე დასახლდა. ოჯახი ქველმოქმედებას ეწეოდა, სახლში აგროვებდნენ სასკოლო ინვენტარს: საწერ რვეულებს, სახატავ რვეულებს, ფანქრებს, კალმებს, მელნებს და სხვა საჭირო ნივთებს, რომელიც მერე რაჭაში აჰქონდათ და ბავშვებს უნაწილებდნენ.

    გასაბჭოების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ანტონ გოცირიძის ცხოვრება.  იგი მუშაობდა წითელ ჯვარში.  1932 წელს უცხოური ლიტერატურის კითხვის მუხლით დააკავეს, თუმცა ლიტერატურა ვერ უპოვნეს  და წელიწადნახევარი  მეტეხის ციხეში გაატარა. მისმა დამ, მარო გოცირიძემ,  პაპულია ორჯონიკიძეს (სერგო ორჯონიკიძის ძმას) მიაკითხა და უდანაშაულო ძმის გათავისუფლება სთხოვა. მართლაც პაპულია ორჯონიკიძის რეკომენდაციით გამოუშვეს, მაგრამ 1938 წელს კვლავ დააკავეს. ღამით სახლში მიაკითხეს ვინმე ყორღანოვმა და უჩანეიშვილმა და წაიყვანეს ვითომ დასაკითხად.

   ანტონ გოცირიძეს ყოველგვარი გამოძიების გარეშე განაჩენი გამოუტანეს და დახვრეტა მიუსაჯეს, რომელიც იმ ღამესვე აღასრულეს. ოჯახისთვის არ უცნობებიათ და ისინი მის დაბრუნებას წლობით ელოდნენ. მეუღლე ყოველ შაბათს მიდიოდა სადგურზე და ბაქანზე, საიდანაც ციმბირისკენ ეშელონები გადიოდა, მის სახელს ხმამაღლა იძახდა, მაგრამ უშედეგოდ...

 1955 წელს ოჯახმა რეაბილიტაციის საბუთი მიიღო.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1915-1917)

Share: