The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე სპირიდონის ძე ბაქრაძე

კონსტანტინე სპირიდონის ძე ბაქრაძე
Date of birth:24 November, 1898
Date of death:28 April, 1970  (at 71 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Scientist, Public Figure, Philosopher

Biography

   კონსტანტინე ბაქრაძე დაიბადა 1898 წლის 24 ნოემბერს აზერბაიჯანის ქალაქ ნუხაში.

   1917 წელს თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1922 წელს დაამთავრა. იმავე წელს იქვე, ფილოსოფიის კათედრაზე დატოვეს სამუშაოდ, სადაც ფილოსოფიაში დამოუკიდებელ მუშაობას აწარმოებდა.

    1923 წელს კონსტანტინე ბაქრაძე გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში, ფილოსოფიურ დისციპლინაში სამუშაოდ, სამეცნიერო მივლინებაში გააგზავნეს სადაც მან 1925 წლამდე დაჰყო.

    1925-1926 წლებში ონში ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა. იმავე 1926 წელს, სადოქტორო გამოცდები ჩააბარა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების კითხვა, ჯერ პედაგოგიურ იდეათა ისტორიის, ხოლო შემდეგ დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმისა და ფილოსოფიის ისტორიაში. ფილოსოფიისა და დიალექტიკური მატერიალიზმის კურსს უკითხავდა ასპირანტების ჯგუფს, წითელი არმიის ნაწილებს და  კეცხოველის სახელობის პარტპროპაგანდის სახლის მსმენელებს.

    1930 წელს კონსტანტინე ბაქრაძეს პროფესორის წოდება მიენიჭა.

    1934 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად აირჩიეს, ხოლო მეორედ 1939 წელს.

    1940-1943 წლებში იგი გახლდათ ჯერ ფილოსოფიის, შემდეგ ისტორიისა და ლიგიკის ფაკულტეტის კათედრების დეკანი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის გერმანული დიალექტიკის ისტორიის საკითხების დამუშავებაში. ბაქრაძე იყო ფილოსოფიური სკოლების მკვლევარი.

    1943 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება და 1941-1945 წლების სამამულო ომში მამაცური შრომისთვის „საპატიო მედლით“ დააჯილდოეს.

    1946 წელს კონსტანტინე ბაქრაძემ, პირველმა ყოფილ საბჭოთა კავშირში, გამოაქვეყნა ლოგიკის სახელმძღვანელო, ხოლო 1955 წელს თარგმნა და დაიბეჭდა რუსულ ენაზე. მას დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს შრომები და სამეცნიერო ნარკვევები: „ლოგიკა და დიალექტიკა“, ”ასახვის თეორია”, ”ასახვის ლენინური თეორიისა და დიალექტიკის პრინციპების დამოკიდებულების საკითხისათვის”, ”ბელინსკის პედაგოგიური შეხედულებანი” და სხვა. მის შრომებში გამოკვლეულია მარქსისტული შემეცნების თეორიის ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა ჭეშმარიტების ობიექტურობის პრობლემა და ჭეშმარიტების კრიტერიუმის პრობლემა. აქტიური მონაწილეობა მიიღო ლენინის თხზულებათა ქართულ ენაზე გამოცემაში.

   კონსტანტინე ბაქრაძე გარდაიცვალა 1970 წლის 28 აპრილს და დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1969 - საქართველო მეცნიერაბათა აკადემიის აკადემიკოსი
  • 1943 - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1941-1945 წლების სამამულო ომში მამაცური შრომისთვის „საპატიო მედალი“
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: