Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
იური მელქისედეკის ძე ფაღავა
Biographyიური ფაღავა დაიბადა 1878 წელს ქუთაისში, მელქისედეკ და დესპინე ფაღავების ოჯახში. მელქისედეკი შეძლებული მემამულე გახლდათ. იურიმ უმაღლესი განათლება გერმანიაში მიიღო. 1916 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბაქოს განყოფილების წევრი. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიღებული პირველი კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი იყო. 1920-1921 წლებში იური ფაღავა დიპლომატიური სამსახურით ირანში იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნებულს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და 1922 წელს ცოლ-შვილთან ერთად გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა ეს ვიზიტი ხანმოკლე არ აღმოჩნდა. 1923 წელს გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდა და პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდა. ოჯახი სამუდამოდ ემიგრაციაში დარჩა. იურის ქალიშვილი გახლდათ მხატვარი ვერა ფაღავა. იური ფაღავა გარდაიცვალა 1960 წელს და მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |