The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ეკატერინე ივანეს ასული შიუკაშვილი

ეკატერინე ივანეს ასული შიუკაშვილი
Date of birth:18??
Category:Educator, Public Figure, Sociologist

Biography

  ეკატერინე შიუკაშვილი დაიბადა თელავის მაზრის სოფელ ზემო ხოდაშენში. იგი გახლდათ ცნობილი დრამატურგის, ნიკო შიუკაშვილის და. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სოციოლოგიური განყოფილება

  ეკატერინე გახლდათ ფრანგული ენის პედაგოგი. 20-იან წლებში იგი თავადაც წერდა პიესებს და თელავის თეატრში დგამდა. უნდა ყოფილიყო მსახიობ მარინე თბილელის აღმზრდელი. სწორედ მას მიუცია თბილელისათვის პირველი როლები.

   ეკატერინე შიუკაშვილი - „უმაღლესი განათლებაც აღარაა მხოლოდ პრივილეგირებულ ერთეულთათვის მინიჭებული მადლი, რადგანაც იგი სულ უფრო მიიჩნევა, როგორც აუცილებელი და საზოგადო რამ. ქართველ ქალთა რიცხვი, როგორც რუსულ, ისე ევროპულ უნივერსიტეტებში ყოველწლიურად იზრდება. ამრიგად, ქართველმა ქალებმა უფლებები არამხოლოდ თავიანთ ოჯახებში მოიპოვეს, არამედ ქართულ საზოგადო წრეებშიაც: სტიპენდიები თანაბრად იყოფა კაცებსა და ქალებს შორის".

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

Share: