The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვლადიმერ ნესტორის ძე ქუთათელაძე

ვლადიმერ ნესტორის ძე ქუთათელაძე
Date of birth:1871  (153 years)
Category:Lawyer, Politician

Biography

    ვლადიმერ ქუთათელაძე დაიბადა 1871 წელს ქუთაისის გუბერნიის დაბა ხონში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ხონში მიიღო, რის შემდეგაც ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩააბარა, საიდანაც მასწავლებლის შეურაცხყოფის გამო გარიცხეს და მხოლოდ 1893 წელს დაამთავრა. უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

    1901-1905 წლებში თბილისის ოლქის ნაფიც ვექილთა კორპორაციაში მუშაობდა.

    1914 წელს ჯარში გაიწვიეს და მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1918 წელს, სამშობლოში დაბრუნდა.

    ვლადიმერ ქუთათელაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი და ამავე დროს საზოგადოების  სათეატრო სექციის წევრი.

    1919 წელს, ვლადიმერ ქუთათელაძე დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია და მუშაობდა სენატის სამოქალაქო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში.

   ვლადიმერ ქუთათელაძე გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა დაწესებულებებში გამომძიებლად მუშაობდა. იყო მიწათმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტანტი.

    1920 წელს იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის, მოადგილედ დაინიშნა.

   ვლადიმერ ქუთათელაძის გარდაცვალების თარიღი და სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების სათეატრო სექციის წევრი (1911-)

Share: