The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



რაჟდენ თომას ძე კალაძე

რაჟდენ თომას ძე კალაძე
Legal name:რაჟდენ ბართლომეს ძე კალაძე
Other name:ა-ლაძე  (Pseudonym)
არც მოყვარე არც მტერი  (Pseudonym)
დასელი  (Pseudonym)
მეხაძე  (Pseudonym)
ჟანდენი  (Pseudonym)
Date of birth:16 August, 1871  (153 years)
Category:Critic, Interpreter, Publicist, Journalist

Biography

რაჟდენ კალაძე დაიბადა იმერეთის სოფელ ეწერში სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მამის მეთვაკყურეობის ქვეშ მიიღო. დაამთავრა თბილისის სასულიერო სეინარიის 4 კლასი და ამის შემდეგ თვითგანვითარებას მიჰყო ხელი.

    1897 წელს თბილისში ივანე როსტომაშვილთან ერთად შექმნა პატარა საგამომცემლო წრე „ახალი მკითხველი“, რომელმაც სრულიად ახალი, თანადროული და მოწინავე შინაარსის წიგნები გამოსცა.

    რაჟდენ კალაძე ადრიანად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. იგი გახლდათ ეგნატე ნინოშვილის პირველი არალეგალური წრის წევრი, ზესტაფონის პირველი კონფერენციის მონაწილე და თბილისის პირველი სოცილა-დემოკრატიული კომიტეტის წევრი იმერეთიდან.

    რაჟდენ კალაძემ მუშათა მოძაობის ასახვის საქმეში ერთ-ერთმა პირველმა მიიღო აქტიური მონაწილეობა. იგი სიტყვით გამოვიდა პირველმაისობის პირველ დღესასწაულზე და ხალხს მისი მნიშვნელობა აუხსნა. რაჟდენისა და მისი ძმის, ნესტორის ბინაზე არალეგალური კრებები იმართებოდა და რევოლუციურ-პოლიტიკურ პროპაგანდას ეწეოდა ინტელიგენტთა და მუშათა წრეებში.

     1901 წელს, თავისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე რაჟდენ კალაძე დააპატიმრე და ქუთაისის ციხეში ჩასვეს.

   1903 წელს, პატრიული განხეთქილების შემდეგ, ბოლშევიკების ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზატორი გახდა და 1905 წელს სამტრედიის რაიონის რევოლუციურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა.

     რაჟდენ კალაძე3მ მწერლობა ეგნატე ნინოშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო და გაზეთ „ივერიაში“ კორესპონდენციებს აქვეყნებდა. რამდენიმე წერილი მოათავსა „კვალში“, ხოლო 1907 წლიდან სისტემატურად მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ ჟურნალ-გაზეთებში.

    1913 წელს რაჟდენი კვლავ დააპატიმრეს და ასტრახანში გადაასახლეს.

    1917 წელს, რაჟდენ კალაძე მუშური კვირეული ჟურნალის „პირველი ნაბიჯის“ რედაქტორ-ხელმძღვანელი იყო. ეს ჟურნალი ბოლშევიკური სულისკვეთებით გამოდიოდა.

    1917 წლის  რევოლუციის შემდეგ, ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა ბოლშევიკურ კვირეულ გაზეთ „ბრძოლას“, რომლის ლოზუნგი იყო: „ძალაუფლება – საბჭოებს“, მაგრამ 1918 წელს ჟურნალი დაიხურა. ამის შემდეგ გაზეთი „კომუნისტი“, რომელსაც იგი 3 თვის განმავლობაში რედაქტორობდა. 1920 წელს რაჟდენი კვლავ დააპატიმრეს.

    რაჯდენ კალაძის პუბლიკაციები პოლიტიკურ-პუბლიცისტური ხასიათისა და კრიტიკული – სამწერლო-სახელოვნო საკითხთა შესახებ იყო. 1900 წელს, გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნა წერილი „ჩვენს მარქსისტებს“, სადაც პირველად იქნა მარქსისრები გაკრიტიკებული. ასევე აღსანიშნავია მისი „რევოლუცია და ევოლუცია“, რომელიც „წყაროში“ დაიბეჭდა, „ბატონი ანი და მისი ტაქტიკა“ „სამშობლოში“ და „მუშათა ქართული ჟურნალ-გაზეთების ჩანასახი“. ასევე მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა თემებზე დაწერილი მონოგრაფიები.

    რაჟდენ კალაძის შვილი გახლავთ პოეტი კარლო კალაძე.

   რაჟდენ კალაძის გარდაცვალების თარიღი და დაკრძალვის ადგილი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, მაჩაბლის ქ. N 12

Share: