The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ბარბარე გიორგის ასული ანდრეევსკაია

ბარბარე გიორგის ასული ანდრეევსკაია
Legal name:ბარბარე გიორგის ასული თუმანიშვილი
Date of birth:1 November, 1819
Date of death:28 December, 1893  (at 74 years)
Burial location:თბილისი, მთაწმინდის მამადავითის ეკლესია
Category:Public Figure, Entertainer

Biography

  ბარბარე თუმანიშვილი დაიბადა 1819 წლის 1 ნოემბერს გიორგი თუმანიშვილისა და მარიამ ორბელიანის ოჯახში.

   ბარბარე გახლდათ სცენისმოყვარე ქალბატონი, გიორგი ერისთავის მიერ განახლებული ქართული თეატრის პირველი წარმოდგენების მონაწილე ქალი. მან თავისი მონაწილეობით, ქართულ სცენაზე გზა გაუკაფა ქალის გამოსვლას და ამით მშობლიური თეატრის საძირკველის ჩაყრას შეუწყო ხელი. 

   1850 წელს ბარბარე თუმანიშვილმა "გაყრაში" კნეინა მაკრინეს როლი შეასრულა, ხოლო იმავე წელს ნინოს როლი "დავაში".

   ბარბარე თუმანიშვილი გახლდათ გრაფ მიხეილ ვორონცოვის პირადი ექიმის - ერასტი ივანეს ძე ანდრეევსკის მეუღლე და მათ ჰყავდათ ორი ქალიშვილი: ნინო და ელენე, რომელიც გახლდათ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის ვაჟის, გიორგი შერვაშიძის მეუღლე  და დაკრძალულია მოქვის ტაძარში მეუღლის გვერდით.

   აკაკი წერეთელი წერდა: "ანდრიევსკი ვარანცოვის სასახლის საკუთარი მკურნალი იყო, შინაური კაცი, და, სადაც უნდა ყოფილიყო ვარანცოვი, ყველგან თან ახლდა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი, თავად თუმანიშვილისა".

   ბარბარე თუმანიშვილი-ანდრეევსკაია გარდაიცვალა 1893 წლის 28 დეკემბერს და დაკრძალულია თბილისში, მამადავითის ეკლესიაში ქალიშვილის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Share: