The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ათანასე მაქსიმეს ძე ქიქოძე

ათანასე მაქსიმეს ძე ქიქოძე
Date of birth:1806
Date of death:8 January, 1891  (at 85 years)
Burial location:სოფელი ბახვი
Category:Religious leader

Biography

   ათანასე ქიქოძე დაიბადა 1806 წელს გურიის მაზრის სოფელ ბახვში მღვდლის ოჯახში.

   ათანასე გახლდათ იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის უფროსი ძმა. იცოდა ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა. სავარაუდოდ, მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის სასულიერო სასწავლებელი.

   1841 წელს იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა და ბახვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესა.

   1843 წელს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაინიშნა.

   1865 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1869 წელს სკუფია უბოძეს.

   1881 წელს კამილავკა ეწყალობა.

   ათანასე მღვდელ მიღებული ჰქონდა ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმინდა ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი.

   1886 წლიდან ათანასე ქიქოძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1892 წელს ეპისკოპოსი გაბრიელი ათონის მთაზე თავის ძმას წერილს უგზავნის: "საყვარელო ძმაო და მამაო ბესარიონ! ამით გაცნობებ, რა დიდი მწუხარება და უნედურება გვეწია ჩვენ ყოველთა შენთა ძმებთა და ბიძაშვილებთა _ საბრალო ჩვენი ძმა დეკანოზი სიმონ გარდაიცვალა დეკემბრის 8 წარსული წლისას, და ამ წელს 8 იანვარს გარდაიცვალა ათანასე ჩვენი ძმა. ამას გწერ მისთვის, რომ ბეჯითად და ხშირად და გულსმოდგინეთ ილოცოთ მათთვის, რათა განუსვენოსთ სასუფეველსა შინა".

   ათანაზე მღვდელს ჰყავდა მეუღლე ქრისტინე და შვილები: მიხეილი, მოსე, იოსები, ნინო, მატა და ვასილი.

    ათანასე მღვდელი გარდაიცვალა 1891 წლის 8 იანვარს და დაკრძალულია სოფელ ბახვში, საგვარეულო სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)

Awards and Honors

  • ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმინდა ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ქუთაისი

Share: