Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
სიმონ ქაიხოსროს ძე აბაშიძე (თავადი)
Biographyსიმონ აბაშიძე-გორლენკო დაიბადა 1836 წლის 21 იანვარს. 1877–1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, საკავალერიო პოლკის მეთაური 1879-1882 წლებში. 1882 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1874 წლიდან შეიერთა სიმამრის გვარი - გორლენკო. სიმონ აბაშიძე 1880 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. 1881 წელს 20 მანეთი გადაიხადა საწევრო და 1887 წლისთვის მას სულ შეტანილი ჰქონდა 120 მანეთი. მეუღლე - ადელაიდა სიმონის ასული გორლენკო (აზნაური) და ჰყავდათ ქალიშვილი - ნინო სიმონის ასული აბაშიძე (ბარონესა). სიმონ ქაიხოსროს ძე აბაშიძე-გორლენკო გარდაიცვალა 1891 წლის 18 ნოემბერს. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |