The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვერა მოსეს ასული კაკაბაძე

ვერა მოსეს ასული კაკაბაძე
Date of birth:1886
Date of death:1933  (at 47 years)
Category:Medical Doctor, Public Figure

Biography

  ვერა კაკაბაძე დაიბადა 1886 წელს ქუთაისში. 

  1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტი. 

  1918 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N48 ბრძანებით, ვერა კაკაბაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ექიმად დაინიშნა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგედ. 

   ვერა კაკაბაძე გარდაიცვალა 1933 წელს. იგი გახლდათ ლეო ქიაჩელის მეუღლე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: