The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



აპოლონ ანდრიას ძე კერესელიძე

აპოლონ ანდრიას ძე კერესელიძე
Date of birth:1888
Date of death:1945  (at 57 years)
Burial location:რაჭა, სოფელი სადმელი
Category:Singer

Biography

     აპოლონ კერესელიძე დაიბადა 1888 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში ანდრია და მატრონე კერესელიძეების ოჯახში. მამისა და ბიძის, რომანოზ გველეთიანის (დედის ძმა) დახმარებით წერა–კითხვა ოჯახშივე შეისწავლა. თერთმეტი წლის აპოლონი ბიძამ – გალაქტიონ კერესელიძემ თბილისში წაიყვანა, სადაც ამ უკანასკნელს რესტორანი ჰქონდა და აპოლონმა ჯერ კიდევ ბავშვმა შეგირდად დაიწყო მუშაობა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ მთელ ამ საქმიანობას იგი თავად უდგება სათავეში. ამ პერიოდში აპოლონი დაუკავშირდა თავის ნათესავს ესტატე კერესელიძეს (ექვთიმე აღმსარებელი), რომელიც ასევე სოფელ სადმელიდან იყო და რომელიც იმჟამად სტამბაში მუშაობდა. აპოლონი პერიოდულად ეხმარებოდა ხოლმე  ესტატეს სტამბის საქმიანობაში. სწორედ ესტატეს თავდაუზოგავმა მოღვაწეობამ განაპირობა აპოლონის ქართული მრავალხმიანობისადმი სიყვარული და წერა–კითხვის საზოგადოებაში აქტიურად ჩაბმის სურვილი. მოგვიანებით აპოლონ კერესელიძე კავსაძეთა გუნდის მომღერალი გახდა (გამორჩეული ბანის მქონე). 

      აპოლონს დიდი ოჯახი ჰყავდა (რვა შვილი) და ამის გამო მუდმივად თბილისსა და რაჭას შორის უხდებოდა გადაადგილება. 1940–იან წლებში იძულებული გახდა საბოლოოდ დაბრუნებულიყო მშობლიურ სოფელში და ოჯახისთვის მიეხედა, რადგან უფროსი შვილები (3 ვაჟი და 1 ქალიშვილი) ომში წავიდნენ.

     1945 წლის გვიან შემოდგომაზე, ტყეში შეშის მოსაჭრელად წასულ ესტატეს ხე დაეცა და სასიკვდილოდ დაზიანებული მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: