The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ ივანეს ძე გვანცალაძე

იოსებ ივანეს ძე გვანცალაძე
Legal name:იოსებ ივანეს ძე გვანცელაძე
Other name:ქნარი  (Pseudonym)
Date of birth:1884
Date of death:17 June, 1943  (at 59 years)
Burial location:თბილისი, კუკიის სასაფლაო
Category:Painter, Poet, Publicist

Biography

    იოსებ გვანცალაძე დაიბადა 1884 წელს თბილისში. სწავლობდა თბილისის ოთხკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში და ვინოგრადოვის სამიწისმზომელო კურსებზე.

    1921 წლამდე სახაზინო მიწათა მომწყობ დაწესებულებაში მიწისმზომელად მუშაობდა, იმავე ხანებში, „თეატრი და ცხოვრებაში“ და სხვა გამოცემებში, ფსევდონიმით ლირიკულ ლექსებს წერდა.

   1921 წლიდან პროფესორ მოსე თოიძის „სახალხო სამხატვრო სტუდიაში“ სწავლობდა მხატვრობას და შემდეგ დამოუკიდებელ სამხატვრო-შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა.

    იოსებ გვანცალაძე ცნობილია, როგორც პეიზაჟის ჟანრის მხატვარი, სიმართლით, ბუნებისა და ცხოველების დიდი სიყვარულით, შინაგანი განცდების ამსახავი, თავისთავადი, ნიჭიერი შემოქმედი. დარჩა ოთხასზე მეტი ნახატი, მათ შორის აღსანიშნავია: „ძველი თბილისი“, „ქეიფი“, „სახლი აივნით“, „ცხვრის ფარა“, „მწყემსი“, „სალამური“, „ხეობა“, „ცისკარზე სოფლად“, „პეიზაჟი მდინარით“, „მწყემსი მთაზე“ და სხვები.

    იოსებ გვანცალაძის ნაშრომები დაცულია საქართველოს ყველა მუზეუმსა და მოსკოვის აღმოსავლეთის კულტურის მუზეუმში.

    იოსებ გვანცალაძე გარდაიცვალა 1943 წლის 17 ივნისს და დაკრძალულია კუკიაზე, წმინდა ნინოს სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: