The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ ანტონიშვილი (ანტონაშვილი)

მიხეილ ანტონიშვილი (ანტონაშვილი)
Legal name:მიქაელ ანტონოვი
Date of birth:1855
Date of death:25 February, 1921  (at 66 years)
Burial location:თბილისი, წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის კათოლიკური ტაძრის ეზო
Category:Religious leader

Biography

    მიხეილ ანტონიშვილი დაიბადა 1855 წელს გორში. სწავლობდა ურბანო პაპის კოლეგიუმში, რომლის დამთავრების შემდეგ მღვდლად აკურთხეს.

    1893 წელს დონ მიქაელ ანტონიშვილი თბილისის მიძინების ეკლესიის ვიკარნად და პარალელურად, გიმნაზიებში  საქრისტიანოს მოძღვრების მასწავლებლად დაინიშნა. 1894 წელს  კათედრალური ეკლესიის მანსიონერალის ჩინი მიიღო.

   1907 წელს დონ მიქაელი თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის მთავარ მოძღვრად და კათოლიკე ეკლესიების საყოველთაო ვიზიტატორად დაინიშნა ამიერ და იმიერ კავკასიაში. მე-19 საუკუნის განმავლობაში ეს იყო პირველი მაგალითი, რომ ქართველს არგუნეს ეს წოდება და დღემდე იგი პირველი ქართველი ვიზიტატორია.

   დონ მიქაელი ფრიად განსწავლული პიროვნება გახლდათ. იგი აღიზარდა რომში და გახლდათ რომის აკადემიის ღვთისმეტყველების კანდიდატი, იცოდა რამდენიმე ევროპული და აზიური ენა, საუკეთესოდ ფლობდა პოლონურ ენას და თანამედროვეთა გადმოცემით იყო ყოველმხრივ ღირსეული მმართველი თავისი თანამდებობისა. ასევე, ცნობილი იყო დონ მიქაელის ძმა დონ ივანე, რომლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, სამწუხაროდ, ჩვენ არავითარი ცნობები არ მოგვეპოვება.

   მწერალი იაკობ ლაზარეიშვილი ყოველთვის აქებდა და აღტაცებით მოიხსენიებდა დონ მიქაელს. ამბობდა: "ასეთი სამაგალითო მოძღვარი ჩემს თვალებს არსად უნახავს, იგი დიდად საყვარელი მოძღვარია ეკლესიისა,  ერთხელ წარმოუთქვამს, რომ „მე ვარ მღვდელი და მამა ჩემის მრევლის და ერისაო“. იგი გულით მტკიცე ქართველი მამულის შვილია.  ძმასავებ ქართველთ საქმეებთა  გულ შემატკივარი და მასთანვე მწიგნობარიც.  ძმასავებ იგიც მაღალ გონიერებით არის დაჯილდოებული, სუფთას სათნოს ცხოვრებით და სამაგალითოს მოძღვრებით. იგი დღეს მსახურებს თემირხან შურის კათოლიკეთ ეკლესიაში“.

   დონ მიქაელ ანტონიშვილი გარდაიცვალა 1921 წლის 25 თებერვალს და დაკრძალულია თბილისში, წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის კათოლიკური ტაძრის ეზოში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-1912)

Share: