The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანდრია ზაქარიას ძე ჯაბიშვილი

ანდრია ზაქარიას ძე ჯაბიშვილი
Date of birth:24 December, 1886
Date of death:20 April, 1963  (at 76 years)
Category:Economist, Public Figure, Philanthropist

Biography

    ანდრია ჯაბიშვილი დაიბადა 1886 წლის 24 დეკემბერს ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთში გლეხის მრავალსულიან ოჯახში. საშუალო განათლება ხონის ექვსწლიან საქალაქო სასწავლებელში მიიღო.

    1900–1913 წლებში ჭიათურაში  გერმანულ მარგანეცის  საექსპედიტორო სააქციო საზოგადოებაში მუშაობდა.

    1913 წლიდან ყარსში სამხედრო–საველე საწყობში პასუხისმგებელ კურატორად დაინიშნა და ამავე დროს, აქვე რუსი დრამატული მწერლებისა და საოპერო კომპოზიტორთა საზოგადოების რწმუნებულს წარმოადგენდა.

     1915 წლიდან ქალაქ კარაკლისში მაკანის რკინიგზაზე მოანგარიშედ დაიწყო მუშაობა. 1918 წელს თბილისში გადმოვიდა და ამიერკავკასიის რკინიგზის სასურსათო კომისიაში საწყობის გამგედ დანიშნეს.

    ანდრია ჯაბიშვილი თავისი სპეციალობის პარალელურად გახლდათ აქტიური საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. იგი 1918 წლიდან იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, ქვეყნის დამოუკიდებლობის ფონდში 50000 მანეთი ჩარიცხა.

    1920 წლიდან თბილისში  ჯანდაცვის განყოფილების საწყობის გამგედ, ხოლო 1922 წლიდან რკინიგზის მთავარი საწყობის მიმღებ–გამანაწილებლად მუშაობდა.

    1925 წელს ორთქმავლების დეპოში მოლარედ გაანაწილეს,ხოლო 1930 წლიდან უკვე ამიერკავკასიის სამშენებლო ტრესტის პასუხისმგებელი შემსრულებლად დაინიშნა.

    1932 წელს ანდრია ჯაბიშვილი თბილისში სამხრეთ ოსეთის საკურორტო სამმართველოს  სრულუფლებიანი წარმომადგენლად დანიშნეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1933 წელს, თავდაცვის საკითხში ხელშეკრულების და მატერიალური რესურსების პასუხისმგებელი პირი იყო ბერიას სახელობის ავიაკლუბში, სადაც 1938 წლამდე მუშაობდა.

    1939 წელს ჯაბიშვილი "საქნავთობის" ტრესტის ტექნიკური მომარაგების კანტორის სახერხი საამქროს უფროსის მოადგილედ დაიწყო მუშაობა.

   ანდრია ჯაბიშვილი გარდაიცვალა 1963 წლის 20 აპრილს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)

Share: