The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



არჩილ გერმანეს ძე რუხაძე

არჩილ გერმანეს ძე რუხაძე
Other name:А. Чарский  (Pseudonym)
ა. კანსკი  (Pseudonym)
პლებეი  (Pseudonym)
Date of birth:1 January, 1887  (137 years)
Category:Writer, Politician, Journalist

Biography

     არჩილ რუხაძე დაიბადა 1887 წლის 1 იანვარს ქუთაისის მაზრის სოფელ ქვიტირში გლეხის ოჯახში.

     არჩილ რუხაძე სწავლობდა ხონის საქალაქო სკოლასა და სახელოსნო სასწავლებელში, საიდანაც 1904 წელს, გაფიცვებში მონაწილეობისთვის გამორიცხეს. იგი შინ მოემზადა გიმნაზიის ატესტატისთვის. ისმენდა იურიდიულ ლექციებს დემიდოვის იურიდიულ ლიცეუმში და არქეოლოგიურ ინსტიტუტში.

   1904 წელს რსდმპ პარტიაში დაიწყო მუშაობა და 1908 წელს ამ პარტიის წევრობისთვის დააპატიმრეს. სამხედრო სასამართლომ 4 წლით კატორღა და ციმბირში უვადო გადასახლება მიუსაჯა. 1912 წელს, ავადმყოფობის გამო, იაროსლავის სახლში დატოვეს, ხოლო 1916 წელს ენისეის გუბერნიაში გაგზავნეს, საიდანაც 1917 წელს რევოლუციის შემდეგ განთავისუფლდა.

    1918 წლიდან თბილისის თვითმმართველობაში საბარათო მაგიდის გამგედ მსახურობდა და შეიმუშავა საბარათო სისტემის და სახლის კომიტეტების გეგმები.

    არჩილ რუხაძე 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ მენშევიკებს კომუნისტებთან შესათანხმებლად მოუწოდებდა. იგი აღმასრულებელ კომიტეტში სტატისტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და კომისართა საბჭოს წევრად იყო არჩეული.

   არჩილ რუხაძე სამწერლო ასპარეზზე  1906 წელს გამოვიდა. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „ცის ნამი“, „ცისარტყელა“, „ელვა“, ‘სახალხო გაზეთი“ და აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს. ციმბირსა და რუსეთში გადასახლების დროს რამდენიმე რუსულ გაზეთს რედაქტორობდა.

    1917 წლის რევოლუციის შემდეგ თანამშრომლობდა „ერთობასა“ და „Борьба“-ში. მისივე რედაქტორობით გამოდიოდა საქართველოს სახაზინო გზების მუშა-მომსახურეთა გაზეთი „თავისუფალი გზა“.

    1919-1920 წლებში არჩილ რუხაძე გახლდათ ჟურნალ „ცისარტყელას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი.

    საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ თანამშრომლობდა გაზეთ „კომუნისტსა“ და „Заря Востока“-ში. წერდა პარტიულ, პოლიტიკურ , სასტატისტიკო, საკოოპერაციო და სამრეწველო შინაარსის სტატიებს.

   არჩილ რუხაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)

Share: