The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონია

მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონია
Legal name:მაქსიმე ონისეს ძე გაჟონია
Date of birth:15 March, 1878  (146 years)
Date of death:192?
Category:Worker

Biography

   მაქსიმე გაჟონია დაიბადა 1878 წლის 15 მარტს ოზურგეთის მაზრის სოფელ დვაბზუში ღარიბი გლეხის ოჯახში.

   მაქსიმე ადრიანად დაობლდა და 10 წლისამ ლუკმა-პურის საშოვნელად ზრუნვა თავად დაიწყო. მუშაობდა ბათუმში რიხნერის ქარხანაში, სადაც ყუთებს ამზადებდა, აგრეთვე როტშილდების ქარხანაში.

    1900-იანი წლებიდან რევოლუციო მოძრაობაში ჩაება და ბათუმის მუშათა დიდი დემონსტრაციის მონაწილე იყო, რომელსაც იოსებ ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა გაფიცვებში.

    1916 წლიდან მაქსიმე გაჟონია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი.

    1920 წლიდან მაქსიმე გაჟონია თბილისისა და ამიერკავკასიის გაზეთებისთვის განცხადებების შემკრებ აგენტად მუშაობდა.

   მაქსიმე გაჟონიას გარდაცვალებიც თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1921)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address: ქობულეთის ქ. №1

Share: