The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია ალექსის ძე ჯიშკარიანი

ილია ალექსის ძე ჯიშკარიანი
Legal name:ილია ალექსის ძე ჭიშკარიანი
Date of birth:1869
Date of death:1939  (at 70 years)
Category:Mathematician, Educator

Biography

   ილია ჯიშკარიანი დაიბადა 1869 წელს ქვემო იმერეთის სოფელ ბაშში.

   საშუალო განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, სადაც იგი ნიჭიერ, სერიოზულ და მუყაით მოწაფედ ითვლებოდა. 13 წლის ასაკიდან ჯიშკარიანი იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. ხელი მიჰყო რეპეტიტორობას და თავისუფალ დროს თვითგანვითარებას ეწეოდა.

   1890 წელს ილიკომ სკოლა დაამთავრა და პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. პეტრბურგშიც  რეპეტიტორობით ირჩენდა თავს და უმცროს ძმასაც თავისი ხარჯით ზრდიდა.

   1893 წელს ორ მეგობართან ერთად, პოლიტიკური შეხედულებების გამო, დააპატიმრეს. „პოლიტიკური მეთვალყურეობის ქვეშ მყოფს“ მას უფლება არ ჰქონდა მასწავლებლის ადგილი მიეღო არა მარტო რუსეთის სატახტო ქალაქში, არამედ საქართველოშიც და მთელს კავკასიაში. ამ გარემოებამ იგი აიძულა მასწავლებლად წასულიყო შორეულ ციმბირში და ხაბაროვსკის რკინიგზის სასწავლებელში მოეწყო მათემატიკის მასწავლებლად.

   1908 წელს, ილია ჯიშკარიანი, მრავალი განმეორებითი თხოვნის შემდეგ, ამიერკავკასიაში ახერხებს გადმოსვლას და ინიშნება ბაქოს პირველი გიმნაზიის ინსპექტორისა და მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე.

   1917 წელს დაუნიშნეს პენსია და საქართველოში დაბრუნდა, სადაც ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად და ქალთა გიმნაზიის პედსაბჭოს თავმჯდომარედ დაიწყო მუშაობა.

   1918 წლიდან ჯიშკარიანი თბილისში გადმოვიდა და ავლაბრის მე-5 გიმნაზიის დირექტორად, ხოლო მოგვიანებით ტექნიკუმის დირექტორად დაინიშნა, სადაც 1924 წლამდე მსახურობდა. სხვადასხვა დროს ონში და თელავში მოღვაწეობდა.

   ილია ჯიშკარიანი, თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში, კვლავ თბილისში ბრუნდება და ჩვეული ენერგიით მუშაობს მასწავლებელთა კურსებზე ლექტორად.

   ილია ჯიშკარიანი, სადაც კი არ მსახურობდა, ყველგან მშრომელი და პატიოსანი მასწავლებლის სახელი დატოვა. დაუღალავად მუშაობდა მათემატიკის სახელმძღვანელოს შედგენაზე. მისი თავმჯდომარეობით ქართველმა მათემატიკოსებმა ქართული მათემატიკური ტერმინოლოგია შეიმუშავეს. ჯიშკარიანმა საყურადღებო მემკვიდრეობა დაგვიტოვა არა მარტო მათემატიკაში, არამედ ქართულ ლიტერატურაში, ისტორიასა და ენათმეცნიერებაში.

   ილია ჯიშკარიანი გარდაიცვალა 1939 წლის მარტში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი (1909-1916)

Bibliography


Share: