The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლევან თედოს ძე მეტრეველი

ლევან თედოს ძე მეტრეველი
ოფიციალური სახელი:ლევან თევდორეს ძე მეტრეველი
სხვა სახელი:დავიდარაბა  (ფსევდონიმი)
ლელი  (ფსევდონიმი)
ლეონარდო  (ფსევდონიმი)
პროლეტარი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:27 აგვისტო, 1941  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    ლევან მეტრეველი დაიბადა 1885 წლის 15 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ ვაყაში, გლეხის ოჯახში. წერა-კითხვა ოჯახში ასწავლეს.

     ლევან მეტრეველმა ქაშვეთის სამრევლო სკოლა დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. ფლობდა ფრანგულ და რუსულ ენებს. თავი გამოსცადა ბევრნაირ საქმიანობაში. მუშაობდა მწყემსად, მეზღვაურად, თეატრის მუშაკად, მიწის მთხრელად, ქარხნის მუშად, დურგლად, მებაღედ,  მღებავად და მძღოლად საფრანგეთში.

     ლევან მეტრეველმა მოიარა რუსეთის უდიდესი ქალაქები და თითქმის მთელი ევროპა: გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, ავსტრია, იტალია, ბალკანეთი, ინგლისი, შვეცია, ფინეთი და ასევე ოსმალეთი. 1913 წელს მარტოდმარტო ფეხით ავიდა ვეზუვის თავზე და ვულკანის ხახაში ჩაიხედა. მთელს მსოფლიოში ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ქვესკნელის გუგუნი ესმოდა.

    1900-იანი წლებიდან პოლიტიკურ მოძრაობაში ჩაება. ნაძალადევში არალეგალური სტამბა მოაწყო, ხოლო 1904 წელს ციციანოვის აღმართზე კამოსთან ერთად. 1905 წელს  შავი ზღვის ესკადრის აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა კაპიტან შმიდტთან ერთად. ამავე 1905 წელს ბაქოში არეულობის დროს დაიჭრა. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, 1903 წელს მეტეხის ციხეში, ხოლო 1904 წელს ბათუმში. პოლიტიკურ-რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის ბევრი დევნა, მალვა და გადასახლება გადაიტანა.

    1901 წლიდან გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მისი პირველი პუბლიკაცია 1901 წლის „მოგზაურში“ დაიბეჭდა, ხოლო 1905 წლიდან განუწყვეტლივ თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. გარდა სიტყვაკაზმული ნაწარმოებებისა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კრიტიკულ და საზოგადოებრივ საკითხთა შესახებ მხატვრულ-ქრონიკული ხასიათის წერილებს აქვეყნებდა.

    ლევან მეტრეველს მოვლილი ჰქონდა მთელი საქართველო და  ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხე-კუნჭული და სააღმშენებლო ყოფა-ცხოვრება საუცხოო მხატვრული ენით ჰქონდა აღწერილი. ეს პუბლიკაციები იმდროინდელ პრესაშია გაბნეული.

    ლევან მეტრეველი 1941 წლის 27 აგვისტოს ჭლექით გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1910-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: