The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე

ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე
Other name:ფ. რუშაველი  (Pseudonym)
Date of birth:7 February, 1871
Date of death:18 October, 1924  (at 53 years)
Burial location:თბილისი, ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სასაფლაო
Category:Writer, Educator

Biography

    ფილიპე მგელაძე დაიბადა 1871 წლის 7 მარტს გურიის სოფელ ბახვში ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ბახვის სკოლა, შემდეგ კი ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი.

    1892 წელს ფილიპე მგელაძემ გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა და სოფელ დვაბზუში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, საიდანაც მაზრის უფროსთან შეტაკების გამო, სოფელ სიმონეთში გადაიყვანეს. სხვადასხვა დროს მასწავლებლად მუშაობდა შემოქმედში, ბახვსა და ბათუმის პუშკინის სახელობის სკოლებში. ერთი პერიოდი ბათუმის სკოლის გამგის მოვალეობასაც ასრულებდა.

     1902 წლიდან ფილიპე მგელაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი.

    1905 წლის რევოლუციის დროს, როგორც არასაიმედო პიროვნება,  ბათუმიდან გაასახლეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც ქართულ ენას ასწავლიდა წმინდა ნინოს სასწავლებელში, მე-5 და მე-2 ქალთა გიმნაზიებში, მე-4 ვაჟთა გიმნაზიასა და საბაღოსნო სასწავლებელში. სულ პედაგოგიურ მოღვაწეობას თავისი ცხოვრების 27 წელი მიუძღვნა.

   ფილიპე მგელაძე დროგამოშვებით პატარ-პატარა მოთხრობებსა და ლექსებს აქვეყნებდა თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში. შედგენილი აქვს სახელმძღვანელო „ჩვენი სკოლა“.

     ფილიპე მგელაძე გარდაიცვალა 1924 წლის 18 ოქტომბერს და დაკრძალულია ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Bibliography


Share: