The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი

გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი
Date of birth:16 September, 1879
Date of death:19 March, 1918  (at 38 years)
Burial location:თბილისი, წმინდა ნინოს ეკლესიის ეზო
Category:Politician, Public Figure

Biography

   გიორგი მაჩაბელი დაიბადა 1879 წელს გორის მაზრის სოფელ ქურთაში. საშუალო განათლება თბილისის ქართულ გიმნაზიაში მიიღო.

   1905 წლის რევოლუციის დროს, მიუხედავად მისი წოდებრივი წარმოშობისა, იგი თავადური საგვარეულოს წარმომადგენელი და გორის მაზრის შეძლებული მემამულე გახლდათ,  გიორგი მაჩაბელი აქტიურად მონაწილეობდა შიდა ქართლის გლეხთა მოძრაობაში.

   გიორგი მაჩაბელი გახლდათ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თუმცა მისი საქმიანობა ვიწრო პარტიულ ინტერესებს სცდებოდა. მაგალითად, მაჩაბელს პარიზიდან ჩამოჰქონდა და ხალხში ავრცელებდა ეროვნულ-დემოკრატების გაზეთ „საქართველოს“ ნომრებს. ზურაბ (ზუბიკო) აბდუშელიშვილის მიერ გორის მაზრაში კონტრრევოლუციური თავადაზნაურული მილიციის („შავი რაზმის“) შექმნის შემდეგ მაჩაბელმა მას „წითელი რაზმი“ დაუპირისპირა.

   1906 წელს მაჩაბელი დააპატიმრეს და რამდენიმე წლით ციმბირის კატორღაში გაგზავნეს.

   1915 წლიდან გიორგი მაჩაბელი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მაჩაბელი კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკურ საქმიანობას. მონაწილეობა მიიღო ქართული წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის, შექმნაში. მაჩაბელი იყო გორის მაზრის კომისარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის გორის კოლექტივის და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, ასევე გორის ქალაქის საბჭოს წევრი.

   1918 წელს მაჩაბელი გორის ქართული პოლკის ამბოხებული ჯარისკაცების განიარაღებას ხელმძღვანელობდა და შემდეგ ბორჯომ-ახალციხის მხარეში გვარდიის ექსპედიციას მეთაურობდა.

   1918 წლის მარტში, ბოლშევიკების ხელმძღვანელობით ოსების აჯანყების დაწყების შემდეგ გიორგი მაჩაბელი გორის გვარდიით დაბა ცხინვალში გაემართა. ამბოხებულებთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა ცხინვალის დაცვას და პირადად იბრძოდა გვარდიის პოზიციებზე, სადაც დაიჭრა და ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში, დაჭრილ მაჩაბელს, ამბოხებულები თავს დაესხნენ და ხიშტებზე წამოაგეს.

   გიორგი მაჩაბლის მკვლელობამ ქართულ საზოგადოებაში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მისი ცხედარი დიდი პატივით წაასვენეს თბილისში და დაკრძალეს წმინდა ნინოს ეკლესიის ეზოში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1908-)

Contacts Information

  • Home
    Address:სოფელი ქურთა

Share: