Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ალექსანდრე ლუარსაბის ძე მაყაშვილი![]()
Biographyალექსანდრე მაყაშვილი დაიბადა 1855 წელს თელავის მაზრის სოფელ იყალთოში, ლუარსაბ მაყაშვილისა და პელაგია ჭავჭავაძის ოჯახში. იგი გახლდათ ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილი. სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში, მაგრამ მესამე კლასიდან გამოვიდა და პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტში ჩააბარა და აგრონომიას დაეუფლა. პეტერბურგში ყოფნის პერიოდში იგი კავკასიელთა რევოლუციური წრის წარმომადგენლებს დაუახლოვდა. 1876 წელს ალექსანდრე მაყაშვილი სამხედრო გზის გავლით საქართველოში დაბრუნდა და გზადაგზა, გლეხებში აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდა: „4 стражника“, „Правдв-кривда“, „Народные чтения смутном времени на руси“, „Умственное развитие Европы“, „Анархизм по прудону“ და „Общая идея революции в XIX в.“. სამშობლოში დაბრუნებულმა ალექსანდრემ იყალთოში ფარული წრე შექმნა. დადიოდა კახეთის სოფლებში და ხალხს აკრძალულ ლიტერატურას უკითხავდა, რის გამოც შეიპყრეს, თელავიდან თბილისში ბადტაგით ჩამოიყვანეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. პატიმრობისას ალექსანდრე დაავადმყოფდა, მან ციხეში ერთი წელი და სამი თვე გაატარა. მისმა შეპყრობამ და განსაკუთრებულმა სასჯელმა თბილისში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მას აჰყარეს ყოველგვარი უფლება: არ შეეძლო სამსახურის დაწყება, წართმეული ჰქონდა ხმის უფლება, ოჯახი ჟანდარმერიის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და სიკვდილამდე ჩხრეკდნენ. ალექსანდრე მაყაშვილი, მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. მუდმივი კავშირი ჰქონდა რუს რევოლუციონერებთან, რისთვისაც კავკავში დადიოდა ხოლმე და იქაურ გლეხებს წიგნებსა და გაზეთებს უკითხავდა, რაც იმ დროისთვის მეტად სახიფათო საქმედ ითვლებოდა, მითუმეტეს მისი ბიოგრაფიის ადამიანისთვის. ალექსანდრე მაყაშვილმა სოფელ ყვარელში სკოლა ააშენებინა და დიდი ამაგი დასდო საავადმყოფოს აგებას. მან პირველმა ჩაიტანა და გლეხებს გააცნო ვენახის შესაწამლი მანქანა. იგი ყველანაირად ხელს უწყობდა გლეხკაცობის კულტურულ დაწინაურებას, თუმცა ისინი მაინც უნდობლად უყურებდნენ და ხანდახან აბუჩადაც იგდებდნენ. ალექსანდრე მაყაშვილი ცნობილი იყო, როგორც მეტად თავისებური და ორიგინალური პიროვნება. მას უმეტესად იხსენიებდნენ სანდროს სახელით და პარტიული წოდებით „პელეიჩი“. ეს წოდება დაკავშირებული იყო დედის, პელოს სახელთან. ალექსანდრეს ცოლად ჰყავდა ბარბარე მიხეილის ასული ყარალაშვილი და მათი შვილი გახლდათ ტიციან ტაბიძის მეუღლე ნინა მაყაშვილი. ალექსანდრე მაყაშვილი გარდაიცვალა 1908 წელს. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |