The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი კონსტანტინეს ძე ჭოღოშვილი

გიორგი კონსტანტინეს ძე ჭოღოშვილი
Date of birth:1874
Date of death:1958  (at 84 years)
Category:Medical Doctor

Biography

   გიორგი ჭოღოშვილი დაიბადა 1874 წელს იმერეთის სოფელ მესხეთში.

   1898 წელს კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და სამშობლოში დაბრინდა.

   1899-1907 წლებში სამედიცინო დახმარებას უწევდა დასავლეთ საქართველოს რაიონების მოსახლეობას.

   1906 წლიდან გიორგი ჭოღოშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი.

   გიორგი ჭოღოშვილი რევოლუციურ მოძრაობაში ადრეულ ასაკში ჩაება. იგი მონაწილე იყო ნასაკირალის აჯანყებისა.

   1914-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, პარიზის მოხალისე ჯარისკაცთა ჰოსპიტლის - "Majestic"-ის ექიმი იყო.

   ჭოღოშვილი პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. ფრანგ ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტის კოსას დავალებით ფრანგულ სამედიცინო ჟურნალში ბიბლიოგრაფიულ და სარეცენზენტო სამუშაობებს ასრულებდა. იგი გახლდათ მრავალი ფრანგული და ებრაული ჯილდოს მფლობელი. ცხოვრობდა ემიგრაციაში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში.

   გიორგი ჭოღოშვილი გარდაიცვალა 1958 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1906-)

Share: