The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძე

ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძე
Legal name:პარმენ გაბრიელის ძე ჭიჭინაძე
Date of birth:18 November, 1873
Date of death:30 September, 1921  (at 47 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Public official, Public Figure, Military Person

Biography

    პარმენ ჭიჭინაძე დაიბადა 1873 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ გოდოგანში. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში.

    ხარკოვის უნივერსიტეტის სამედივინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი და მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში.

     1911-1915 წლებში საქართველოდან გადაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის საწყის ეტაპზე ჩაბმული იყო დონის როსტოვის მოვლენებში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

    1918-1920 წლებში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მოადგილე იყო და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. პარმენ ჭიჭინაძემ, 1920 წლის 3 დეკემბერს, გრიგოლ ლორთქიფანიძე ჩაანაცვლა და სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

    1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სამხედრო მინისტრი ჭიჭინაძე და დამფუძნებელი კრების წევრები ნოე ხომერიკი, გრიგოლ ურატაძე და გოგილო ცინცაძე, ფრონტის დათვალიერებისას, ორ შეიარაღებულ წითელარმიელს გადააწყდნენ, რომლებიც იქვე დაატყვევეს. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მინისტრი ჭიჭინაძე საქართველოში დარჩა. იგი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც მძიმედ დაავადდა.

    პარმენ ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1921 წლის 30 სექტემბერს. მისი დასაფლავება გადაწყვეტილი იყო რუსთაველის პროსპექტზე, დიდების ტაძართან, მაგრამ ხელისუფლებას შეეშინდა ხალხის მასობრივი თავშეყრისა და და უკანასკნელ მომენტში უარი უთხრეს. იგი დაკრძალეს დიდუბის სასაფლაოზე.

    პარმენ ჭიჭინაძის დაკრძალვას საქართველოში ერთ-ერთ პირველი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია მოჰყვა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1900-)

Bibliography

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 436

Share: