The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ფილიპე ნიკოლოზის ძე ჭელიძე

ფილიპე ნიკოლოზის ძე ჭელიძე
Date of birth:18??
Category:Manufacturer, Philanthropist

Biography

     ფილიპე ჭელიძე დაიბადა ქუთაისში.

    ფილიპე ჭელიძემ ლიქიორ–არყის წარმოება გიორგი ბოლქვაძის საწარმოში შეისწავლა, სადაც 12 წელი დაჰყო. ამის შემდეგ, შამპანური ღვინის წარმოებას დაუფლებია ფრანგ შამპანისტ ვიქტორ ტიებოსთან, რომელიც ქუთაისში კონსტანტინე ოლდენბურგის ღვინის ქარხანაში მუშაობდა. ფილიპე ჭელიძემ, როგორც პრაქტიკანტმა, ამ საწარმოშიც რამოდენიმე წელი დაჰყო. ამის შემდეგ, მან ტიებოსაგან სპეციალური დანადგარები შეიძინა და მიხაილოვის ქუჩაზე მიწის ნაკვეთიც იყიდა, სადაც 1895 წელს ააშენა ლიქიორისა და სუფრის ღვინის ქარხანა. ქარხანასთან მას მოწყობილი ჰქონდა მაღაზია, სადაც იყიდებოდა ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია. ჭელიძის ფირმამ დიდ წარმატებებს მიაღწია, იგი აღჭურვილი იყო ღვინის წარმოების იმ დროისთვის უახლესი დანადგარებით, ქარხანაში 15 კაცი მუშაობდა.

    ფილიპე ჭელიძის ფირმამ "კოლხიდა" დიდ წარმატებას მიაღწია. ყოველწლიურად, 15 000–მდე ლიტრ იმერულ შამპანურ ღვინო "თამარ მეფეს", 100 000–მდე კასრ სუფრის ღვინოებს და 15 000–მდე კასრ ლიქიორს აწარმოებდა. საფირმო პროდუქცია, გარდა კავკასიის ქვეყნებისა, რუსეთშიც იგზავნებოდ. უმეტესად, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.

     1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ფილიპე ჭელიძე აწარმოებდა შამპანურებს „თამარ მეფესა“ და „კოლხიდას“, ხოლო გაზეთის ამავე წლის  11 ოქტომბრის  ცნობით, შამპანურები – „თამარ მეფე“ და „კოლხიდა“ – ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედლით იყო დაჯილდოებული.

      ფილიპე ჭელიძის ფირმას საერთაშორისო გამოფენებზე 11 ჯილდო და არაერთი მედალი აქვს მიღებული.

     პირველი გილდიის ვაჭარი ფილიპე ჭელიძე გახლდათ ქველმოქმედი და მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1913 წლიდან იგი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Share: