The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ზინობი ჭაპოძე

ზინობი ჭაპოძე
Legal name:ზინობი ჭაფოძე
Date of birth:15 August, 1875  (148 years)
Category:Military Person

Biography

  ზინობი ჭაფროძე დაიბადა 1875 წლის 15 აგვისტოს.

   განათლება თბილისის სამხედრო სასწავლებელში მიიღო.

   1894 წლიდან რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა.

   1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში.

   1909 წლიდან ზინობი ჭაფოძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი.

   1914-1918 წლებში იბრძოდა I მსოფლიო ომში, არდაგან-მიხეილის 204-ე ქვეით პოლკში კაპიტნის ჩინით, სადაც დაიჭრა.

   1918-1921 წლებში, პოლკოვნიკის ჩინით, ქართულ ჯარში სამხედრო სტამბის (ტიპოგრაფიის) გამგედ მსახურობდა. სამხედრო წარმოებაში ქართული შრიფტი სწორედ ზინობი ჭაფოძემ შემოიტანა.

   1919 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსის, გენერალ-მაიორ ქავთარაძის მიერ გამოეცხადა მადლობა.

   1921-1922 წლებში საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატში შტაბის კანცელარიის უფროსად მუშაობდა.

    1922-1937წლებში ზინობი ჭაფოძე სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს სსრ სამთავრობო სამოქალაქო უწყებებში.

   ზინობი ჭაფოძის გარდაცვალების თარიღი უცნობია!

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1909-1914)

Awards and Honors

  • 1918 - პოლკოვნიკი

Share: