The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით პეტრეს ძე ლუკაშვილი

დავით პეტრეს ძე ლუკაშვილი
Date of birth:13 April, 1882
Date of death:1956  (at 73 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Playwright, Writer, Public Figure

Biography

   დავით ლუკაშვილი დაიბადა 1882 წლის 13 აპრილს ქართლის სოფელ ატენში.

   1908 წლიდან, თბილისის სასულიერო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა და მოთხრობებს სხვადასხვა გამოცემებში ბეჭდავდა. თანამშრომლობდა პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ამირანი“, „ფასკუნჯი“, „პიონერი“ და სხვა.

   დავით ლუკაშვილის მოთხრობებიდან ცნობილია: „ რა არის ჩემი აზრი?“, „დღეობა“, "მწუხრის საგალობელი", "მოძმეთა გვერდით", „დაფხრეწილი ალამი", "ბელადი ფისო", „მაისობა“. იგი გახლდათ დრამატურგი და პიესებს წერდა ხალხური ლეგენდებისა და ლექსების შინაარსზე. მისი პიესა „შავლეგო“, 1946 წელს, გორის თეატრის სცენაზე დაიდგა.

   1914 წლიდან დავით ლუკაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების წევრი.

  დავითი ჩართული იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში. მონაწილეობას იღებდა კოოპერაციულ მოძრაობაში. მან ქალაქ თელავში შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობათა კავშირი ჩამოაყალიბა.

   დავით ლუკაშვილი გარდაიცვალა 1956 წელს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

Bibliography


Share: