The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე (საშა) გიგოს ძე წულუკიძე

ალექსანდრე (საშა) გიგოს ძე წულუკიძე
Legal name:ალექსანდრე გრიგოლის ძე წულუკიძე
Other name:სანდრო  (Changed name)
Date of birth:13 November, 1876
Date of death:21 June, 1905  (at 28 years)
Burial location:ხონი
Category:Political Leader, Publicist

Biography

     ალექსანდრე წულუკიძე დაიბადა 1876 წლის 13 ნოემბერს (ძვ.სტ. 1 ნოემბერს) ქალაქ ხონში. დედით ადრე დაობლებული, მამამ და მამიდამ აღზარდეს. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, ხოლო შემდეგ  ხლებნიკოვის პანსიონში შეიყვანეს და 8 წლისა ქუთაისის პროგიმნაზიაში მიაბარეს, რომლის დასრულების შემდეგ გიმნაზიის მე-5 კლასში გადავიდა, მაგრამ გაუკუღმართებული პირობების გამო სწავლას თავი გაანება და თვითგანვითარებას დაეწაფა, წერდა ლექსებსა და მოთხრობებს.

     1895 წლიდან „მესამე დასს“ დაუახლოვდა და წიგნების კითხვას უფრო ბეჯითად შეუდგა.

     1897 წლიდან ალექსანდრე წულუკიძე მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად მოეწყო და პროფესორ ალექსანდრე მანუილოვისა და ალექსანდრე ჩუპროვის ლექციებს ისმენდა პოლიტიკური ეკონომიიდან და იმავე დროს  რუმიანცევის საჯარო ბიბლიოთეკაში მეცადინეობდა, სადაც საზოგადოებრივ-ეკონომიურ მეცნიერებათა ყველა კლასიკოსი და ფილოსოფიის საფუძველი შეისწავლა.

     1898 წელს სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში სტალინის მეთაურობით შექმნილ რევოლუციურ ჯგუფს მიემხრო და თბილისში შექმნილ ხელმძღვანელ სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფში მონაწილეობდა.

     1901 წელს ბათუმში მუშათა შორის რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა და 1902–1903 წლებში სხვებთან ერთად ქუთაისის სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციას და იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

     1903 წელს სტალინთან ერთად ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა და 1904 წელს რუსეთის სდმპ კავკასიის საკავშირო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

     საშა წულუკიძე გახლდათ საკმაოდ განათლებული მარქსისტი, ნიჭიერი პროპაგანდისტი და პუბლიცისტი და ავტორია მთელი რიგი მარქსისტული ნაშრომებისა. იგი თავის ნაშრომებში განსაკუთრებული სიღრმითა და თანმიმდევრობით ავითარებდა მარქსისტულ შეხედულებებს პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის, პოლიტიკური ეკონომიის, მუშათა კლასისათვის პოლიტიკური პარტიის აუცილებლობის საკითხებზე და ნაციონალურ საკითხებზე.

    ალექსანდრე წულუკიძე ჭლექით გარდაიცვალა 1905 წლის 21 ივნისს და დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ ხონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1902-)

Bibliography


Share: