The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი

ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი
Date of birth:February, 1829
Date of death:10 November, 1883  (at 54 years)
Category:Public Figure, Military Person

Biography

  ნესტორ წერეთელი დაიბადა 1829 წელს დიმიტრი წერეთელისა და მაკრინე ნიჟარაძის ოჯახში. მამა ძალიან პატარას გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე.

   ნესტორ წერეთელი გახლდათ კავკასიის ომების, ყირიმისა და რუსეთ-თურქეთის ომების მონაწილე და 1865 წლიდან ირიცხებოდა იმპერატორის ამალაში.

   1861-1867 წლებში ნესტორ წერეთელი არჩეული იყო ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი (მარშალი).

   1869 წელს გენერალ-მაიორის ხარისხი მიიღო.

   1877-1883 წლებში ნესტორ წერეთელი მეორედ იქნა არჩეული ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლად.

   1879 წლიდან ნესტორ წერეთელი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში

   1881 წელს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიიღო და გახლდათ იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი.

   ნესტორ წერეთელი დაქორწინებული იყო პელაგია ქაიხოსროს ასულ გურიელზე. იგი გახლდათ აკაკი წერეთლის ბიძა.

   ნესტორ წერეთელი გარდაიცვალა 1883 წლის 10 ნოემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Share: