The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი (დეკანოზი)

ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი
Date of birth:1864
Date of death:5 June, 1927  (at 63 years)
Burial location:სოფელი ჯუგაანი
Category:Religious leader

Biography

   ილია შანშიაშვილი დაიბადა 1864 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ჯუგაანში მღვდლის ოჯახში.

   1887 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემიარია.

   1892 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ჩალაუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში განამწესა.

   1894 წელს ბოდბისხევის ფერისცვალების სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   1895-1904 წლებში ქვემო მაჩახაანის სამინისტრო სკოლაში საღვთოს სჯულს ასწავლიდა.

   1896 წელს ტიბაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს.

   1898 წლის მაისში საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1904 წელს ჯუგაანის ჯვრის გამოჩინების სახელობის ეკლესიაში დაადგინეს და ამავე წელს ჯუგაანის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გამგედ და საღვთოს სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

   1910 წელს სკუფია უბოძეს.

   1914 წელს კამილავკა ეწყალობა.

  მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. ჰყავდა მეუღლე დარეჯან იოსების ასული და შვილები: ალექსანდრე, ელენე, ვასილი და ქეთევანი. იგი გახლდათ ცნობილი პოეტის სანდრო შანშიაშვილის მამა.

   ილია შანშიაშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 5 ივნისს და დაკრძალულია ჯუგაანის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრი (1915-)

Bibliography


Share: