Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
რაფიელ (ფიდო) ნიკოლოზის ძე ყაზბეგი
Biographyრაფიელ ყაზბეგი დაიბადა სტეფანწმინდაში პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი. იგი გახლდათ გენერალ გიორგი ყაზბეგის ძმა. 1879 წლიდან რაფიელ ყაზბეგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1885 წელს რაფიელ ყაზბეგმა მარცვლეულის გასანიავებელი მანქანა შექმნა. 1894 წლდან იგი გახლდათ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი. რაფიელი იყო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ წევრი და ასევე კახეთის რკინიგზის აქციონერთა გამგეობის წევრი. რაფიელ ყაზბეგი გარდაიცვალა 1918 წელს. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |