The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე

არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე
Date of birth:1850
Date of death:13 November, 1912  (at 62 years)
Burial location:თბილისი
Category:Educator

Biography

    არისტო ქუთათელაძე დაიბადა 1850 წელს დაბა ხონში. წერა–კითხვა იმერეთში ცნობილ სვიმონ (კუტი) ფირცხალავას შინაურ სკოლაში შეისწავლა. სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში წარჩინებით დაამთავრა აღმოსავლური ენების ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნებული პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა.

    არისტო ქუთათელაძემ გორის საოსტატო სემინარიაში დაიწყო მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1882–1883 წლებში იგი უკვე ხონის სამასწავლებლო სემინარიაში ასწავლიდა, სადაც "ჩინებულად დააყენა ქართული ენის, ლიტერატურისა და სიტყვიერების სწავლება...". ხონიდან არისტო ქუთათელაძე თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიწვიეს, სადაც იგი 1885 წლიდან 1906 წლამდე მასწავლებლობდა და პარალელურად თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტშიც მოღვაწეობდა.

   მასწავლებლობასთან ერთად არისტო ქუთათელაძე მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში, აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის წერილებს, ადგენდა და ბეჭდავდა სასკოლო სახელმძღვანელოებს და შეძლებისდაგვარად ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

    არისტო ქუთათელაძის კალამს ეკუთვნის "პირველდაწყებითი ქართული გრამატიკა", "წყარო–სახელმძღვანელო მოსამზადებელი კლასებისათვის", "ქართული ზმნების კლასიფიკაცია", "საზოგადო გეოგრაფია" და სხვა. თითოეული მათგანის რამდენიმე გამოცემა არსებობს, რომლებსაც ახლავს წინასიტყვაობანი და მეთოდური ხასიათის წერილები და რომლებშიც გადმოცემულია ავტორის შეხედულებანი სწავლა აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მეთოდურ ხერხებზე.

    1900 წელს არისტო ქუთათელაძემ გამოსცა "კონსპექტი საქართველოს ისტორიიდან", რომლის წინასიტყვაობაში ავტორი წერდა: "განვიზრახეთ რა "კონსპექტის" გამოცემა, ჩვენ სახეში გვქონდა შეგვემსუბუქებინა ახალ–მოზარდისათვის გაჭირვებული მდგომარეობა, რომელშიც ის არის დღეს ჩავარდნილი სამშობლო ისტორიის შესწავლის დროს: მას არ აქვს დაბალი კლასებისათვის ისეთი მოკლე სახელმძღვანელო საქართველოს ისტორიიდან, საიდანაც ადვილად შეეძლოს ეპიზოდურად შეისწავლოს ჩვენი წარსული".

    მნიშვნელოვანია არისტო ქუთათელაძის პრესაში გამოქვეყნებული წერილები: "ლიკორწმინდა" (სოფელი), "არხეოლოგიური მოგზაურობა", "სოფელი მარტყოფი და ხელთუქმნელ ღვთაების ეკლესია" და სხვა. იგი საუკეთესო მცოდნე იყო ჩვენი წარსულისა და ძველი ქართული სიმღერა–გალობისა, რომელიც მას ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი იმერეთში ცნობილ სვიმონ კუ–ფირცხალავას სკოლაში სწავლის პერიოდში.

    არისტო ქუთათელაძე გარდაიცვალა 1912 წელს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1899)

Bibliography

Contacts Information

  • Business
    Address:თბილისი, სათავადაზნაურო სკოლა

Share: